ნოდარ ხადური: უფრო იაფი ბიუროკრატია გვჭირდება

ნოდარ ხადური: უფრო იაფი ბიუროკრატია გვჭირდება

access_time2016-02-12 18:30:09

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მოამზადა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც საგადასახადო ლიბერალიზაციის კუთხით მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს და რომელიც მთავრობამ უკვე მოიწონა.როგორია ცვლილებათა პაკეტის დეტალები, როდიდან შევა ძალაში და რა ეფექტს მოუტანს ქვეყნის ეკონომიკას? თემაზე "ეკონომეტრის" სტუმარია ფინანსტა მინისტრი ნოდარ ხადური.

 

- კონკრეტულად რომელ სუბიექტებს შეეხება ცვლილებები?


- ვფიქრობ, მართლა ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. შეიძლება ითქვას, რადიკალურად ცვლის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობას, განსაკუთრებით მოგების გადასახადის მიმართულებით. რეალურად, ჩვენ მივდივართ იმ ნაბიჯამდე, რომ მოგება დაიბეგრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის განაწილდება. ეს შეეხება მეწარმეთა ძალიან დიდ სპექტრს, გამონაკლისი ძირითადად იქნება ფინანსური სექტორი. საუბარია იმაზე, რომ თუ მიღებული მოგება არ იქნება განაწილებული დივიდენდად, ის გათავისუფლებული იქნება მოგების გადასახადისგან, შესაბამისად, ეკონომიკას, ბიზნესს დარჩება მეტი თანხები, რომ მოახდინოს რეინვესტირება. ჩვენ რეალურად მივდივართ იქითკენ, რომ ხელს ვუწყობთ შდა რესურსების მობილიზებას, შიდა ინვესტიციების განხორციელებას.


- მთავრობა საუბრობს,  რომ რეფორმის შედეგად ბიუჯეტი 400 მილიონ ლარს დაკარგავს, როგორ მოხდება აღნიშნული დანაკარგების ანაზღაურება?


- მოდი, სხვანაირად შევხედოთ სიტუაციას. მე ვთქვი, რომ მხოლოდ წელს დამატებით 400 მილიონ ლარამდე დარჩება ბიზნესში. ეს იქნება ახალი, შიდა ინვესტიციები, ახალი დასაქმება, ახალი პროდუქცია. გასაგებია, რომ წელს შესაძლოა, მოგვიწიოს ალტერნატივების ძიება. უპირველეს ყოვლისა, ალტერნატივა არის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ბიუროკრატიის ხარჯების შემცირება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ არც სოციალურ და არც კაპიტალურ ვალდებულებებს საფრთხე არ შეექმნებათ. ჩვენ შევამცირებთ მხოლოდ ბიუროკრატიულ ხარჯებს.


- რამდენადაც ცნობილია, ცვლილებები ძალაში უკვე ზაფხულში შევა, მანამდე მოსალოდნელია ბიუჯეტის გადახედვა?


- როგორც კი პარლამენტი პირველი მოსმენით მიიღებს კანონს, დავიწყებთ მუშაობას. გვაქვს ჩვენი მონახაზები, მაგრამ გვაქვს შესათანხმებელი ჩემს კოლეგა მინისტრებთან. შემდეგ მთავრობა განიხილავს, რომ ზაფხულამდე თუ ამის საჭიროება დადგება, უნდა მოხდეს ბიუჯეტის გადახედვა.


- სამინისტროებს მოუწევთ ამ ხარჯების გადახედვა?


-   რასაკვირველია. თუ მოხდება, ყველა უწყება მოუწევს გადახედვა.



-   ხელფასებს თუ შეეხება?


-  ამაზე ვმუშაობთ, თავისთავად ცხადია, აქ არ არის საუბარი რადიკალურ ცვლილებებზე, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ უფრო იაფი ბიუროკრატია გვჭირდება.


-  მეორე მხრივ, ორგანიზაციები  და სუბიექტები, რომლებსაც შეეხება აღნიშნული ცვლილებები, მათი ამოქმედების შემდეგ როგორ მოახდენენ საგადასახადოსთან დეკლარირებას, საიდან მოხდება მათთვის ვადების ათვლა?


-  ვინაიდან შუა წელში მოხდება წელს ახალი სისტემის დანერგვა, წელს 2 პერიოდი გვექნება იმ სუბიექტებისთვის, რომლებსაც შეეხებათ განაწილებული მოგების გადასახადი. შესაბამისად, პირველ 6 თვეზე ისინი გადაიხდიან ჩვეულებრივ რეჟიმში და მისი დეკლარირება მოხდება 1 ნოემბრამდე, ხოლო 1 ივლისიდან მოხდება საშემოსავლო გადასახადთან ერთად დეკლარირება. იქნება უმარტივესი ფორმა, თუ დღეს მოგების გადასახადის გადახდის საკმაოდ რთული ფორმაა, იქნება ძალიან მარტივი. ეს არ გაართულებს ბუღალტერიას.


-  მთელს მსოფლიოში რთული ეკონომიკური მდგომარეობის და სავალუტო რეყევების გამო დღეს არსებობს ტენდენეცია, რომ კაპიტალის გადინება მაქსიმალურად შეზღუდონ. ამ დროს ასეთი ლიბერალიზება საგადასახადო კოდექსის, იგივე ე.წ. ფინანსური პოლიციის ამოვარდნა შემოწმებებიდან, მოგების გადასახდისაგან გათავისუფლება, დავალიანებების ჩამოწერა ეს ყველაფერი ბიზნესის განკარგულებაში ტოვებს მეტ თანხას. როგორ მოხდება იმის კონტროლი, რომ ეს დამატებითი თანხები სწორედ ეკონომიკაში წავიდეს და არა ინევსტორების უცხოურ ანგარიშებზე თუ ბიზნესებში?


- უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ მოგების გადასახადის ის მოდელი, რომელზეც ვსაუბრობთ, ხელს უწყობს, რომ ეს თახა წავიდეს ინვესტიციაში და არა ანგარიშებზე უცხოეთში, რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, როდესაც თანხა გადაირიცხება კომპანიის ანგარიშიდან სხვა ანგარიშზე საქონლის ან მომსახურების მიღების გარეშე, ჩაითვლება თანხის განაწილებად და დაიბეგრება. რაც შეეხება ფინანსური პოლიციის მიერ საგადასახადო შემოწმებებზე უარის თქმას, მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ შემოსავცლების სამსახური მოახდენს შემოწმებებს, თუმცა, თავისთავად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იყო, არის და თავისთავადცხადია იქნება ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი ეფექტური, სამართლიანი მექანიზმი.


- სპეციალისტთა ნაწილი მიუთითებს, რომ საგადსახდო კოდექსში არ გვაქვს ტერმინ რეინვესტიციიის განმარტება. აპირებთ თუ არა კანონმდებლობაში დეტალურად განმარტოთ, რა თანხები შეიძლება ჩაითვალოს რეინვესტირებულად და შესაბამისად, უფრო დაზუსტდეს, ვის შეეხება და რა შემთხვევაში შეღავათები?


- ჩვენ დავაზუსტეთ კანონით, თუ ვის არ შეეხება და ძალიან ნათლად განვსაზღვრეთ, თუ ვინ დაიბეგრება. ეს არის დივიდენდად გაცემა, ეს არის სხვა ტიპით გატანა. ყველა დანარჩენი, მათ შორის, თუ ის განთავსდება ანგარიშებზე აღარ დაიბერება. შესაბამისად, რეინვესტირების განმარტება საჭირო არ არის. მთავარია, ნაცვლად მოხმარებსია და აქციონერების მიერ დივიდენდის აღებისა, თანხა დარჩება კომპანიაში და ეს მათ უნდა გამოიყენონ ეკონომიკური საქმიანობისთვის.


- რამდენადაც ცნობილია,  პროდუქტის თვითღირებულებაში მოგების გადასახადიც შედის. თუკი კომაპანია ამ შეღავათით ისრგებელებს და გათავისუფლდება, რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ  ეს თანხა გამოიქვითება პროდუქტის თვითღირებულებიდან და მომხმარებლისათვის ფასი დაიწევს?


- ოდნავ დავაზუსტებ. მოგება არის სხვაობა გასაყიდ ფასსა და თვითღირებულებას შორის. თუ მოთხოვნა არსებობს საქონელზე თავისთავად ფასის შემცირების შესაძებლობა არ არსებობს.  მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ვტოვებთ მოგებას იმისთვის, რომ მოხდეს რეინვესტირება. ამ შემთხვევაშ ჩვენი მიზანია, რომ ეკონომიკას მივცეთ დამატებითი სტიმული და ბიძგი განვითარებისთვის, რომ განვითარდეს უფრო სწრაფი ტემპებით. ეს უკჯვე დაადასტურა ერთ დროს ჩვენნაირმა ქვეყანამ ესტონეთმა, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრია და ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენზე გაცილებით წინ არის.


- რამდენადაც ცნობილია, მსგავსი მოდელი მხოლოდ ესტონეთში მოქმედებს, თუმცა, ესტონეთში არსებობს დაახლოებით 30 პროცენტიანი სოციალური გადასახადიც, რაც ჩვენთან არ არსებობს. ჩნდება დისკიმინაციული მომენტი ფიზიკურ პირებთან მიმართებაში რომლებიც ერთნაირად 20 პროცენტით იბეგრებიან საშემოსავლო გადასახადით მაშინ, როცა  ბიზნესი 15 პროცენტიანი გადასახდიდან უნდა გათავისუფლდეს რეინვესტირების შემთხვევაში. რამდენად სამართლიანია ასეთ შემთხვევაში ჩვენი საგადასახდო სისტემა რომელიც მხოლოდ ბიზნესისთვის აკეთებს შეღავათს?


-  იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესი ამ მოგებას გაანაწილებს, ჯამში ორი გადასახადი დაახლოებით 20% გამოდის, 15% იქნება მოგების გადასახადი და 5% დივიდენდის გადასახადი. რაც შეეხება იმას, რომ კომპანიები არ დაიბეგრებიან მოგების გადასახადით, თუ რეინვესტირებას განახორციელებენ, ეს ახალ შესაძებლობებს ქმნის მათ შორის იმ ადამინებისთვის, რომლებიც დასაქმებულები არიანდ ა უფრო მეტს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ სამსახურს.


- შედეგებს როდიდან ელით და კონკრეტულად რა ფორმით იგრძნობს ამ შედეგების ეფექტს ჩვენი მოსახლეობა? სამუშაოები გაჩნდება, პროდუქტი გაიაფდება, ბიუჯეტის შეოსავლები გაიზრდება თუ სხვა მოლოდინი უნდა არსებობდეს?


- თავისთავად ცხადია, რომ არსებობს გარკვეული გარდამავალი პერიოდი, როდესაც ჩვენ შედეგებს მივიღებთ.შედეგი ძალიან სწრაფი არ იქნება, თუმცა, უკვე ველოდებით, რომ რამდენიმე თვეში, რაც ამოქმედდება, გვექნება ხელშესახები ინფორმაცია იმის შესახებ, თუ დარჩენილი თანხა, დარჩენილი გაუნაწილებელი მოგება ანდა გადასახადები, რომლებიც უნდა გადახდილიყო, მაგრამ მიიმართა ეკონომიკაში, რა კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგს მოგვცემს. სრულად ამოქმედებისთვის ცოტა უფრო გღძელი პერიოდი დაგვჭრდება.

 

 



სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად

   სახმელეთო საზღვრების გახსნა, ვაქცინაცია, კურორტების დარეკლამება — კერძო სექტორის რეკომენდაციები ტურიზმის სწრაფად აღსადგენად
access_time2021-03-03 13:00:06
ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებმა, მათ შორისაა სტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, ტურ კომპანია კლარკ რობინსონი, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურ. კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურ. კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“ და რამდენიმე სხვა,  ტურიზმის დარგის სწრაფი აღდგენისთვის საჭირო...

2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო

2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო
access_time2021-03-03 11:32:45
გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით იყო სავსე.   პანდემიის პირობებში გლობალურად არსებული მოთხოვნისა და მიწოდების შოკების შედეგად ეკონომიკური აქტივობა მსოფლიოში შენელდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკის შენელებამ კვალი ჩვენს რეგიონსაც დაატყო. როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, 2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო.   2020 წელს...

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა

ლოპოტას დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა
access_time2021-03-03 10:35:05
დღეს ლოპოტა რიზორთის დამფუძნებელი გოგა მაისურაძე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ბიზნესმენი მძიმე დაავადებას დიდი ხანი ებრძოდა. კომერსანტი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-02 21:00:39
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები და შემცირებული სესხების მოცულობა - საბანკო სექტორის იანვრის თვე 2021 წელი ქართულმა საბანკო სექტორმა მოგებით დაიწყო, რომლის მოცულობა 113.36 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა წინა წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია საპროცენტო შემოსავლები და...

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება

მერაბ ჟორდანია ვენის „აუსტრიას“ პრეზიდენტი ხდება
access_time2021-03-02 17:20:09
მერაბ ჟორდანია ტიტულოვანი ავსტრიული კლუბის - ვენის "აუსტრიას" პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ ადგილობრივი საიტები იტყობინებიან. საინტერესოა წერილი, რომელიც wien.orf.at-მა გამოაქვეყნა: მწვანე შუქი პარტნიორობისთვის "ვენის "აუსტრიას" ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით სიტუაციას წესით მალე უნდა მოეფინოს ნათელი. ახალი პარტნიორი ჯერ ოფიციალურად არ წარუდგენიათ, მაგრამ კლუბში ამბობენ, რომ მოლაპარაკება პოზიტიური შედეგით...


მსგავსი სიახლეები

up