ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ს სასამართლოში უჩივიან

ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-ს სასამართლოში უჩივიან

access_time2019-09-30 14:10:50

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი სახეები არხის ახალ მენეჯმენტს სასამართლოში უჩივიან.


ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურიდიული მხარდაჭერით - საკუთარ შრომით უფლებებზე იდავებენ და შეეცდებიან, დაამტკიცონ, რომ მათი გათავისუფლების რეალური მიზეზი „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იყო.


„ეს არის ბრძოლა ჩვენი და ყველა ჟურნალისტის უფლებებისთვის, რომ ხვალ არცერთ ტელევიზიის ხელმძღვანელს არ გაუჩნდეს ცდუნება, რომ ერთ დღეს ნიუსრუმი დაცალოს იმის გამო, რომ არხზე არ იყოს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა“, - ამბობს ნოდარ მელაძე.


„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და „ნანუკას შოუს“ წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, არხის სხვა სახეებთან ერთად, ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით გაათავისუფლეს.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ აცხადებენ, რომ ჟურნალისტები არ უნდა იდევნებოდნენ მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა თუ შეხედულებებისათვის.



სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან სხვა ჟურნალისტებიც. ნოდარ მელაძის თქმით, „რუსთავი 2“-დან საკუთარი სურვილით წამოსული ჟურნალისტების შრომითი უფლებები დაირღვა, რადგან მათ კუთვნილი ანაზღაურება დაუბლოკეს.


„სასამართლოს მოუწევს იმის თქმა, რომ პაატა სალია მატყუარაა და მე ვიქნები ძალიან ამაყი და ბედნიერი, რომ ამ განაჩენს სასამართლოდან მოვისმენ. მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ჩემი მოტივაცია“, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.


„რუსთავი 2“-თან მფლობელთან დაკავშირებული რამდენიმეწლიანი სასამართლო დავა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშის გამარჯვებით დასრულდა. ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის გადაფორმებიდან ერთ თვეში, „რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის სახეები - ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე, გიორგი ლაფერაშვილი და გიორგი გაბუნია გაათავისუფლა. სალიამ განმარტა, არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხს და მის მესაკუთრეს, იყოს მასთან დასაქმებულიო.


„რუსთავი 2“ დატოვეს „კურიერის“ წამყვანებმა და საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებმაც. „რუსთავი 2“-ის გუნდის ნაწილმა ახალი არხი „მთავარი“ დააფუძნა.



რადიო თავისუფლება





ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...


მსგავსი სიახლეები

up