ნოდარ მელაძე - ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკა გვარამიას დაჭერა

ნოდარ მელაძე - ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკა გვარამიას დაჭერა

access_time2019-10-05 15:07:57

ყველაფერი ტრიალებს და ბრუნავს ნიკა გვარამიას გარშემო. ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკას დაჭერა და რაც შეიძლება მალე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გამოკითხვიდან გამოსულმა „მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ განუცხადა.

როგორც მელაძე აღნიშნავს, გაუთქმელობაზე ხელი მასაც მოაწერინეს და საგამოძიებო უწყების წარმინადგენლებმა სულ რამდენიმე კითხვა დაუსვეს.

„დავინტერესდი, თუ რატომ უნდა მომეწერა ხელი და მითხრეს, რომ ყველას მოაწერინეს, ვიანიდან თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ საქმის მასალები კონფიდენციალური დარჩენილიყო. საქმე ეხება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას და ამ გამოძიების ფარგლებში ჩემთან კითხვები ჰქონდათ. რომ გითხრათ, რომ ბევრი რამე ვუთხარი, ვერა, რადგან სულ რამდენიმე კითხვა იყო. კითხვები ეხებოდა, რა პრინციპით გასცემდა ნიკა გვარამია ადამიანებზე ბონუსებს და მარტივად ვუპასუხე: იმ პრინციპით, ვინ რამდენი რეიტინგის აკუმლირებას ახდენდა არხისთვის", - განაცხადა მელაძემ.

მისივე განმარტებით, ნიკა გვარამიას დაჭერით, „მთავარ არხს" ვერ გააჩერებენ.


„დღევანდელი პროცესიდანაც და ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესებიდან ერთი განცდა მრჩება: ამ პროცესების მთავარი მიზანი არის ნიკას დაჭერა და რაც შეიძლება მალე. ეს ძალიან ცუდი იქნება. სავარაუდოდ, ხელისუფლებაში ფიქრობენ, თუ ნიკას დაიჭრენ, „მთავარი არხის" მაუწყებლობას გააჩერებენ. ეს ასე არ მოხდება. ეს ნიკას თავიდანვე აქვს ნათქვამი, რომ ამ არხზე მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ერთი წუთიც არ გააჩერებენ „მთავარის" მაუწყებლობას. „მთავარი" კიდევ უფრო გაძლიერდება და გახდება კიდევ უფრო გავლენიანი.

იმედი მაქვს, ამ ხელისუფლებაში დარჩენილი არიან ადამიანები, რომელთაც ოდნავ საღი აზრი შემორჩათ და აცნობიერებენ, რას ნიშნავს ქვეყნისთვის ხელისუფლების გავლენებისაგან დამოუკიდებელი ტელევიზიის გენერალური დირექტორის დაკავება. როცა ერთ კარს კეტავ, იმ მოტივაციით, რომ ეთერში ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებები აღარ გაჟღერდეს, გაიხსნება სხვა კარი“, - განაცხადა მელაძემ.

IPN




29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up