გლდანის რაიონში, მუხიანში, ნოდარ დუმბაძის გამზირზე, ამავე მწერლის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მოხდა. გაწეული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 516 946 ლარი დაიხარჯა.
სკვერში, დაახლოებით 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდა ბავშვთა გასართობი მოედანი და სავარჯიშო სივრცე, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, დაიგო ბალახი და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, განახლდა მოსასვენებელი პავილიონები. სკვერში განთავსდა მწერლის ცნობილი ფრაზების ამსახველი ინსტალაციები.