ნოდარ ჯავახიშვილი: რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ძირითადი ნაწილი უნდა იგეგმებოდეს და ხორციელდებოდეს მუნიციპალიტეტების მეშვეობით

ნოდარ ჯავახიშვილი: რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ძირითადი ნაწილი უნდა იგეგმებოდეს და ხორციელდებოდეს მუნიციპალიტეტების მეშვეობით

access_time2016-04-21 13:01:12

სასტუმრო ”რედისონში” საქართველოს რეგიონული განვითარების თემაზე - ”საქართველოს რეგიონული განვითარების მიღწევები და გამოწვევები” კონფერენცია გაიმართა. 


ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ნილს სკოტმა გახსნეს. 


როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, რომ რეგიონში განვითარდეს დემოკრატია და თვითმმართველობა რეალურად ფეხზე დადგეს. 


”მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა სახელმწიფო ვართ, ცენტრში ვერ მიიღება ყველა სახის საფუძვლიანი გადაწყვეტილებები, ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ამის ფინანსური და საკადრო რესურსი. ქვეყნის განვითარების ხაზსა და ვექტორს ცენტრალური ხელისუფლება განსაზღვრავს, მაგრამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა თუ ღონისძიებების ძირითადი ნაწილი უნდა იგეგმებოდეს და ხორციელდებოდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით. ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით ჯერ კიდე საბჭოთა კავშირის დროს და მის მერეც სულ ამაზეა საუბარი, რომ უნდა განვითარდეს თვითმმართველობა, მაგრამ ხელისუფლებათა უმრავლესობა ამ საუბარს წინასაარჩევნოდ ამთავრდებდა და მერე მიდოდა თავის მართლება იმით, რომ რეგიონებში არ არიან ჯერ მზად. დაახლოებით, ისეთი დამოკიდებულება იყო, რომ ჯერ ცურვა ისწავლეთ და წყალს მერე ჩაგისხამთ აუზშიო”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.



მისივე თქმით, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაცილებით აქტიური და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა ამ კუთხით. 

”საზოგადოებამ კარგად იცის, რომ შარშანაც, წლევანდელი ბიუჯეტისთვის დაიგეგმა გარკვეული რესურსების ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელში და განსაკარგავად დატოვება, რაც მათ შესაძლებლობას გაზრდის. ჩვენი სამინისტროსა და ხელისუფლების მიდგომა ერთმნიშვნელოვანია - წყალი უნდა ჩავუსხათ აუცილებლად, რომ ცურვა ისწავლო. ეს არის მთავარი მიმართულება”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.


თავის მხრივ, ნილ სკოტმა აღნიშნა, რომ საქართველოში რეგიონული განვითარების რეფორმა მიმდინარეობს და ეს დიდ ხნის წინ დაწყებული პროცესია, რომელიც ძალიან წარმატებით ვითარდება. 


”საქართველომ ბევრი ნაბიჯი გადადგა წინ იმისთვის, რომ უზრუნველყოს რეგიონების სრულფასოვანი განვითარება და ასევე ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოხდეს ასევე ფინანსური რესურსების დეცენტრალიზაცია, რაც ასევე მნიშვნელოვანია. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია წინ გადასადგმელი”, - განუცხადა ნილ სკოტმა ჟურნალისტებს.


ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საქართველოს რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდიდან 2013-2016 წლებში დამტკიცებული პროექტების პრეზენტაცია, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა წარმოადგინა. ასევე გაიმართა რეგიონებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ფოტო გამოფენა. 


ღონისძიებას მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ინტერპრესნიუსის ინფორმაცია



21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

21 სექტემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-09-21 18:05:22
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 1 თეთრით გაუფასურდა და ერთი...

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო დანაპირები გადაჭარბებით შეასრულა
access_time2020-09-22 10:00:48
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს ეწურება. ოთხი წლის წინ, 2016 წელს წინასაპარლამენტო არჩევნების დროს, ფრაქციამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მოსახლეობას სოციალური კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას დაპირდა. თუმცა, მმართველობიდან ოთხი წლის შემდეგ მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზეა,  ფასების საერთო დონე კი რეკორდულად იზრდება. „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების -...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-21 21:00:56
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. გაზრდილი ხელფასები, ბანკების სუბსიდირება და რეკორდული ვალი - პანდემიური ბიუჯეტის პარადოქსები COVID-19-ის გავრცელებამ საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტზე დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიისგან გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ბიუჯეტის შემოსავლები მნიშვნელოვნად შეამცირა. ამავე დროს,...

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ

ფულის გათეთრება და საეჭვო ტრანზაქციები - ქართული ბანკები საერთაშორისო ჟურნალისტურ გამოძიებაში მოხვდნენ
access_time2020-09-21 17:00:17
ფულის გათეთრებასა და საეჭვო ტრანზაქციებზე გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო გაერთიანების (ICIJ)  კვლევაში ქართული ბანკებიც მოხვდნენ.  ანგარიში ამერიკული კომერციული ბანკების მიერ 1997-2017 წლებში რეგისტრირებულ საეჭვო ტრანზაქციების სიას ეფუძნება, რომლის ჯამური მოცულობაც $2 ტრილიონს შეადგენს. ამ ტრანზაქციების უმეტესობა ევროპის, აშშ-ის და აზიის წამყვანი ბანკების მიერ იყო განხორციელებული და ფულის გათეთრების მომეტებულ რისკებს შეიცავდა. FinCEN-ის მონაცემებში...

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა

Forbes: მსოფლიო ახალი კარანტინის ზღვარზეა
access_time2020-09-21 19:00:29
კორონავირუსით დაავადებულთა სწრაფმა ზრდამ შესაძლოა მთელ რიგ ქვეყნებს ახალი კარანტინის შემოღება აიძულოს. მათი უმეტესობა ყველანაირად ამას ეწინაამღდეგება თუმცა, ტენდენციის გაძლიერების შემთხვევაში მათ, შესაძლოა სხვა არჩევანი არც დარჩეთ.   საფრანგეთში პარასკევს დაავადებულთა რაოდენობა 10 000-ით გაიზრდა  - ეს მაისის შემდეგ მაქსიმალური ზრდაა.   პორტუგალია დღეში 770 დაინფიცირებულზე იტყობინება - ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 5 თვის მანძილზე,...


მსგავსი სიახლეები

up