ნიუტონის თავისუფალი სკოლა ახალ 15 მილიონიან კომპლექსს აშენებს (ფოტოები)

ნიუტონის თავისუფალი სკოლა ახალ 15 მილიონიან კომპლექსს აშენებს (ფოტოები)

access_time2020-07-29 14:50:43

ნიუტონის თავისუფალი სკოლა ახალ კომპლექსს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენებს, სკოლის კომპლექსი  18,765 მ 2 მიწის ნაკვეთზე განლაგდება და სასწავლო შენობას, ორ ღია მოედანს, დახურულ სპორტულ დარბაზს, საცურაო აუზსა და რეკრეაციული ზონებს მოიცავს.


როგორც „კომერსანტთან“ ნიუტონის თავისუფალი სკოლის  მარკეტინგის და ციფრული არხების მენეჯერმა ლუკა ზედაშიძემ აღნიშნა,  შენობა გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, ფუნქციონალითა და უსაფრთხოების სისტემებით. 


„აღსანიშნავია, რომ ნიუტონის ახალ სკოლას ექნება უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, რომლის ანალოგებიც არ გვხვდება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ტერიტორია აერთიანებს ღია და დახურულ სპორტული მოედნებს, აუზს, ღია ტიპის აუდიტორიებს, სასწავლო ლაბორატორიებს, რეკრეაციულ ზონებს, ტყე-პარკს“ -  აღნიშნავს ლუკა ზედაშიძე.


 ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობის საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონ ლარს აღემატება. სკოლის კომპლექსის მშენებლობა წლის ბოლოსთვის დასრულდება და 1600 მოსწავლეზე იქნება გათლილი.



„ჩვენ უკვე ვთავაზობთ ჩვენს მოსწავლეებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და პრესტიჟულ საერთაშორისო - IB პროგრამის სამივე საფეხურს“ - განმარტავს ლუკა ზედაშიძე.



ამჟამად ნიუტონის თავისუფალი სკოლა ნუცუბიძის ფერდობზე მდებარეობს, თუმცა აღნიშნული შენობა სკოლის საკუთრებაში არ არის.


ნიუტონის  თავისუფალი სკოლა  სამომავლოდ რამდენიმე ფილიალის დამატებასაც გეგმავს.



თაკო კვაჭანტირაძე


თეგები:
ნიუტონი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up