ნიუ–იორკ თაიმსის მიმოხილვაში „რუმს თბილისი“ მოხვდა

ნიუ–იორკ თაიმსის მიმოხილვაში „რუმს თბილისი“ მოხვდა

person access_time2016-01-05 13:25:21

ნიუ–იორკ თაიმსის რუბრიკა „თრეველში“ სასტუმროების მიმოხილვაში თბილისის სასტუმრო რუმს თბილისი მოხვდა. 

 

გამოცემაში აღნიშნულია, რომ ამ ვი–აი–პი სასტუმროში ერთი ღამით დარჩენა 185–დან 200 დოლარამდე ღირს. ოტელი ქალაქის მთავარ მაგისტრალზე, რუსთაველის გამზირზეა განთავსებული. რვასართულიანი შენობა საბჭოთა პერიოდში გამომცემლობას წარმოადგენდა ვიდრე მელირებული ხისა და შავი მეტალის ფასადს მიიღებდა. სასტუმრო 2014 წლის სექტემბერში გაიხსნა და ისაა თემურ უგულავას ხელმძღვანელობით მოქმედი, ქართული კომპანიის Adjara Group Hospitality–ს მესამე ოტელი საქართველოში.



გამოცემა აღნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილია McIntosh–ის ხმის სისტემა, ვივიენ ვესტვუდის ხალიჩები და ქართველი მხატვრების ნამუშევრები, The Grand Budapest Hotel–ის რეტრო სტილში ჩაცმული მოსამსახურე პერსონალი.

 

მასკულინური, კლუბური და ბნელი გარემო – ასე ახასიათებს „თრეველი“ სასტუმროს, რომელიც, მისივე ინფორმაციით, დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ პოლიტიკოსთა და შავავტომობილიანი ვი–აი–პი პერსონებს შორის.




დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up