აშშ-ში, ნიუ-იორკში, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის წინ მდებარე 26-ე პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის ძეგლს აიღებენ. გადაწყვეტილებას ნიუ-იორკის მერის ბილ დე ბლასიოს ადმინისტრაცია ადასტურებს.
„ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმმა თეოდორ რუზველტის ძეგლის აღების თხოვნით მოგვმართა, რადგან ის შავკანიან და მკვიდრ მოსახლეობას აშკარად წარმოაჩენს, როგორც დამორჩილებულსა და რასობრივად უფრო დაბლა მდგომს. ქალაქი მხარს უჭერს მუზეუმის თხოვნას. ეს სწორი გადაწყვეტილება და შესაბამისი დროა პრობლემური ძეგლის ასაღებად“, – ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
BBC-ის ინფორმაციით, ქანდაკების აღებას ეთანხმება რუზველტის შთამომავალი, თუმცა ამ ნაბიჯს მხარს არ უჭერს ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც „ტვიტერზე“ დაწერა: „აბსურდულია! ნუ იზამთ ამას“.
ბანკები და ფინანსები