რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, აშშ-ში, ნიუ-იორკში, მუზეუმები და გალერეები გაიხსნება, თუმცა, სავალდებულო იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი წესების შესრულება, - ამის შესახებ Art News-ი წერს.
ნიუ-იორკის მერის, ენდრიუ კუომოს განცხადებით, დაწესებულებები 24 აგვისტოს გაიხსნება და დამთვალიერებლები ვალდებულნი იქნებიან, შენობაში ყოფნისას, პირბადე ეკეთოთ. ამასთან, სავალდებულო იქნება ვიზიტორთა ნაკადის რეგულირება და ბილეთების წინასწარ შეძენა.
ნიუ-იორკში კულტურული დაწესებულებები მარტის შუა რიცხვებში დახურეს.
Imedinews