ნიუ-იორკში, აშშ-ს არმიის სამხედრო რეზერვაცია Fort Drum-ის ბაზაზე ჯარისკაცებმა, დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად, ნაძვის ხე იმ ჯარისკაცების ფოტოსურათებით მორთეს, ვინც სიცოცხლე სამშობლოს შესწირა. მათ „ღირსეულად დაღუპულთა“ ნაძვის ხეზე, მე-10 სამთო დივიზიის დაღუპული ჯარისკაცების პორტრეტები ჩამოკიდეს.
„ეს იმის მცდელობაა, რომ არ დავივიწყოთ დაღუპული ჯარისკაცები და მათი ხსოვნა მუდამ გულით ვატაროთ, უნდა გავაცნობიეროთ ის მსხვერპლი რაც ამ ჯარისკაცებმა გაიღეს“, - განაცხადა ნაძვის ხის მორთვაზე „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელმა აღმოსავლეთ ნიუ იორკში ეშლი კარლინმა.