ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განთავსებული ელექტრონული საათი, რომელიც ადრე დროს აჩვენებდა, ახლა კლიმატურ კატასტროფამდე დარჩენილ დროს ითვლის. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტაიმერის ციფრები იმ დროს ითვლის, რომელიც კაცობრიობის „ნახშირბადის ბიუჯეტის“ ამოწურვამდე დარჩა. ანუ იმ დროს, რომელიც გლობალურად ტემპერატურის 1,5 გრადუსამდე გაზრდამდე დარჩა თუ კაცობრიობა СО2-ის ატმოსფეროში გამოყოფის ტემპს არ შეანელებს.
პროექტის ავტორების თქმით, როდესაც საათზე მითითებული დრო ამოიწურება, კაცობრიობა გლობალური დათბობის პროცესის შეჩერებას ვეღარ შეძლებს. მათი მონაცემებით, ზომების მისაღებად 7 წელი და 99 დღე დაგვრჩა.
ტაიმერზე მეორე რიცხვით არის, რომელიც განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობას აჩვენებს. ახლა ის 27,7%-ზეა. ავტორების განმარტებით, ეს მაჩვენებელი 100%-მდე მანამ უნდა მივიყვანოთ, სანამ საათის პირველ ტაიმზე დრო არ ამოიწურება.
პროექტის შემქმნელები მხატვრები გან გოლანი და ენდრიუ ბოიდი არიან.
imedinews.ge