ბოლო 24 საათის განმავლობაში, ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსს 84 ადამიანი ემსხვერპლა, რაც მარტის შუა რიცხვების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებით, ნიო-იორკში კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა და ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე მიდ-ჰადსონის ზონა 26 მაისიდან გაიხსნება.
შეგახსენებთ, აშშ კორონავირუსის შემთხვევებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კორონავირუსის 1.6 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 98 000-ზე მეტი ადამიანი კი ემსხვერპლა. კორონავირუსმა ყველაზე მეტად ნიუ-იორკის შტატი დააზარალა, სადაც სულ მცირე 360 000 ადამიანი დაინფიცირდა, 29 000-ზე მეტი კი დაიღუპა.
IPN