აშშ-ში, ნიუ იორკის შტატში ბოლო 24 საათის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ით 540 ადამიანი გარდაიცვალა. აპრილის თვეში ეს სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.
აღნიშნულთან დაკავშირებით შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ ქუომომყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა.
ნიუ-იორკი აშშ-ში ეპიდემიის გავრცელების ცენტრად რჩება, სადაც ახალ კორონავირუსსუკვე 17 671 ადამიანი ემსხვერპლა.
უცვლელი რჩება ახალი შემთხვევების საშუალო რაოდენობა, ნიუ-იორკის საავადმყოფოები „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით დღეში საშუალოდ 2000-მდე პაციენტს იღებენ.
1tv