ქალაქ ნიუ-იორკის მერს, ბილ დე ბლაზიოს კორონავირუსით ინფიცირება არ დაუდგინდა. ამის შესახებ ნიუ-იორკის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ფრედი გოლდსტეინმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის მერმა კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ გაიარა, რაც 16 ივნისს ცუდად იგრძნო თავი. ამის გამო მას საჯარო ღონისძიების გაუქმებაც კი მოუწია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge