ნიუ-იორკის ახალარჩეული მერი, ერიკ ადამსი ამბობს, რომ ის პირველი სამი თვის ხელფასს ბიტკოინში აიღებს.
"NYC იქნება კრიპტოვალუტისა და სხვა სწრაფად მზარდი ინოვაციური ინდუსტრიის ცენტრი“,- ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
დემოკრატ ადამსს სურს, ნიუ-იორკი კრიპტო-მეგობრულ ქალაქად აქციოს და მაიამის მსგავსი მონეტა მასაც ჰქონდეს. 2 ნოემბერს მერად არჩევის შემდეგ მან Bloomberg Radio-ზე მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ "მეგობრული კონკურენცია" ექნება მაიამის მერთან, ფრენსის სუარესთან, რომელმაც პირველმა შექმნა ე.წ. CityCoin კრიპტოვალუტა.
მან პირობა დადო, რომ გაანალიზებს თუ რა უშლის ხელს ნიუ-იორკში ბიტკოინისა და კრიპტოვალუტის ზრდას.
ნიუ-იორკის ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ბლოკჩეინის ცენტრი მანჰეტენში 2019 წელს გახსნა. ცენტრის ვებგვერდი ამჟამად არ ფუნქციონირებს.
წყარო: Bloomberg. "ბიზნეს ფორმულა"