Economist Intelligence Unit-ის (EIU) ყოველწლიურ რეიტინგში ნიუ-იორკი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქალაქი პირველად გახდა.
ბრიტანული გამოცემა The Economist-ის ცნობით, აშშ-ის ფინანსურმა დედაქალაქმა პირველი ადგილი სინგაპურთან გაიყო, რომელიც ამ რეიტინგის სათავეში არაერთხელ იყო. ამ ორმა ქალაქმა მესამე პოზიციაზე გადასწია თელ-ავივი.
ყველაზე ძვირადღირებული ქალაქების ათეულში ასევე მოხვდნენ: ჰონგ-კონგი, ლოს-ანჯელესი, ციურიხი, ჟენევა, სან-ფრანცისკო, პარიზი, კოპენჰაგენი და სიდნეი.
ამასთან, როგორც EIU აღნიშნავს, რომ უკრაინის ომისა და ჩინეთში ანტიკოვიდური შეზღუდვების ფონზე, ყველა ქალაქში უძრავი ქონების ფასი გაზრდილია,.ბოლო 1 წლის მაჩვენებლი 8,1%-იან ზრდას გვიჩვენებს.
რაც შეეხება ყველაზე იაფ ქალაქებს, ასეთებად დასახელდა - თეირანი, დამასკო და ტრიპოლი.
EIU ქალაქების სიძვირეს მსოფლიოს 170 ქალაქში აკვირდება და რეიტინგს წელიწადში ორჯერ აქვეყნებს.