ნიუ იორკის შტატი, რომელიც აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრია, ზომებს ამკაცრებს. საუბარია ქალაქ ნიუ იორკის ზიგიერთი ქუჩის მანქანებისთვის ჩაკეტვასა და პარკებში სპორტის შეზღუდვაზე. ამ ქუჩების მანქანებისგან გათავისუფლება ფეხით მოსიარულეებს ერთმანეთისგან დისტანციის უკეთ დაცვის საშუალება .
"ჩვენი სიახლოვე მოწყვლადს გვხდის,"- თქვა შტატის გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ კრიზისს მოერევიან და სხვებს მაგალითსაც აჩვენებენ.
შტატში 30 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, აქიდან უშუალოდ ქალაქ ნიუ იორკში - 17 ათასზე მეტი. შტატში 285 ადამიანია გარდაცვლილი. ნიუ იორკზე კორონავირუსის შემთხვევების დაახლოებით ნახევარი მოდის აშშ-ში.
გუბერნატორ კუომოს თქმით, აქამდე მიღებულმა ზომებმა ადამიანების ჰოსპიტალიზაციის ტემპი შეამცირა, რაც "თითქმის დაუჯერებლად კარგია". მისი თქმით, არ იცის, შენარჩუნდება თუ არა ტენდენცია, თუმცა ახლა სვლა სწორი მიმართულებითაა.
\
tabula.ge