ნიუ-იორკი კვდება - ქალაქი 500 000 ადამიანმა დატოვა

ნიუ-იორკი კვდება - ქალაქი 500 000 ადამიანმა დატოვა

access_time2020-09-06 10:50:20

რამდენიმე კატასტროფული მოვლენების ჯაჭვმა მსოფლიოში ყველაზე განთქმული ქალაქი დააჩოქა. კორონავირუსის პანდემია, არეულობა რასობრივ ნიადაგზე, კრიმინალის მკვეთრი ზრდა, უსახლკაროები, რომლებიც ადამიანებს მეტროში თავს ესხმიან - ამ სიტუაციაში ბევრი დანებდა, და ერთ დროს ბრწყინვალე ქალაქის დატოვებაზე ფიქრობს.

სტილისტი დენის ტროტა სულ რამდენიმე თვის წინ დარწმუნებული იყო, რომ ნიუ-იორკი მისი ქალაქი სიცოცხლის ბოლომდე იქნება, თუმცა, მერე კორონავირუსი მოვიდა -მან მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ქალაქი ინფიცირების ცენტრად აქცია.

ყველაფერი, რაც მილიონობით ადამიანს ნიუ-იორკში იზიდავდა - დაიხურა. კულტურა, რესტორნები, სიდიადე - არაფერი არ დარჩა.

შემდეგ კი რასობრივ ნიადაგზე დაწყებულმა არეულობამ ქალაქს გადაუარა - მთელი რაიონები გაიძარცვა, და ამის შემდეგ დამაშაულის მაჩვენებელი ისე სწრაფად იზრდება, როგორც ცხოვრების დონე ეცემა.

„მანჰეტენზე შთაბეჭდილება იქმნება, რომ ფილმ-კატასტროფაში ვარ. სამსახურებში ბიზნეს-ცენტრებში არავინ დადის, არც ტურისტები არიან, ჩემს სალონშიც კლიენტები არ არიან. მოკლედ, ქალაქი-მოჩვენება“ - ამბობს დენის ტროტა.

და მან წარმოუდგენელი რამ გადაწყვიტა - ის ქალაქს ტოვებს. ისევე, როგორ ასობით ათასი ნიუ-იორკელი.

ქალაქის მცხოვრებლები ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე ძვირ ბინებს დაფიქრების გარეშე ტოვებს. ზუსტი მონაცემები ჯერ უცნობია, თუმცა, გამოთვლების თანახმად, ნიუ-იორკიდან ნახევარი მილიონი ადამიანი სამუდამოდ წავიდა.

საქმე იმაშია, რომ ქალაქი ძალიან შეიცვალა - კარანტინის დროს 5000 კომპანია გაკოტრდა, სამუშაო ადგილების დიდი რაოდენობა დაიკარგა, ამავე დროს მკვეთრად გაიზარდა კრიმინალი, ხოლო ინციდენტებმა ცეცხლსასროლო იარაღის გამოყენებით 87%-ით მოიმატა.

ქალაქი კარანტინიდან ნელა-ნელა გამოდის, თუმცა, წამსვლელების ნაკადი არ წყდება. ქალაქის გუბერნატორმა ბილ დე ბლაზიოს მოქალაქეებს მიმართა სიტყვებით - „ესეც გაივლის“.

თუმცა - გაივლის კი?

რა თქმა უნდა, როგორც ყველა მეგაპოლისმა, ნიუ-იორკმაც თავის ისტორიაში ბევრი კრიზისი გაირა, თუმცა, არა ისეთი ღრმა, როგორც დღეს.

მწერლის და ბლოგერის ჯეიმს ალტშუტერს აზრით, ვარდნა იმდენად ღრმაა, რომ მოკლე გზა ზემოთ არ არსებობს.

სტატიაში „ ნიუ-იორკი სამუდამოდ მოკვდა“ მან ის ფაქტორები ჩამოთვალა, რომლებმაც, მისი აზრით, ქალაქი სამუდამოდ გაანადგურა.

არეულობამ და კრიმინალმა ქალაქში ცხოვრება ძალიან საშიში გახადა. ბროდვეი, მუზეუმები, ლეგედნად ქცეული კულტურული ცხოვრება - ეს ყველაფერი გაჩერებელია, და არავინ იცის როდემდე.

კარანტინმა ნიუ-იორკის რესტორნების 60% გააკოტრა, ქალაქის ბევრი კვარტალი მკვეთრად შეიცვალა. მთავარი კი ისაა, რომ პანდემიის გამო არავის არ სურს ცეცხლის ფასად ბინების ქირაობა დაცარიელებულ საოფისე ცენტრებთან ახლოს.

„ადამიანებმა ნიუ-იორკი მიატოვეს და ვირტუალურ სამყაროში გადავიდნენ“ - წერს ალტშუტერი.

მთავარი კითხვა, რომელიც დღეს ყველას აწუხებს - რამდენად მართალია დონალდ ტრამპი, რომელმაც განაცხადა, რომ ნიუ-იორკი ჯოჯოხეთური ორმო გახდა? არის თუ არა მართლად იმის საშიშროება, რომ ქალაქი, რომელსაც არასდროს სძინავს, მართლაც მარადიულ კომაში ჩავარდება, თუ არის იმედი, რომ კორონავირუსის კონტროლის ქვეშაყვანის შემდეგ ყველაფერი ჩვეულ კალაპოტში დაბრუნდება?

კომიკოსი ჯერი საიენფელდი დარწმუნებულია, რომერთხელაც ყველაფერი აღდგება, და ჭეშმარიტი ნიუ-ორკელები ქალაქს არასდროს დატოვებენ.

ის მიმართვას ჯეიმს ალტშუტერს, რომელმაც ქალაქიუკვე დამარხა:

„შტერი ვირუსი ერთხელაც დანებდება, ისევე, როგორც შენ დანებდი. ჩვენ კი აქდავრჩებით იმიტომ, რომ არიან ისინი, ვინც ნიუ-იორკში უბრალოდ ცხოვრობენ, და არიან ჭეშმარიტინიუ-იორკელები, რომლებსაც შენსგან განსხვავებითეს ქალაქი მართლად უყვართ, და ის არაერთხელაღუდგენიათ. ასე იქნება ახლაც“.

თუმცა, უბრალო ნიუ-იორკელების, ისეთებისთვის, როგორც დენის ტროტა, მოთმინების ფიალა უკვეაივსო. წამსვლელებს შორის განსაკუთრებითპოპულარულია მაიამი - ფლორიდის რიელტორებინიუ-იირკოდან ჩამომსვლელთა რეკორდულრაოდენობაზე ალაპარაკდნენ.

„მე მომბეზრდა ეს მემარცხენე შეშლილობა ნიუ-იორკში. ლიბერალებმა ქალაქი დაასუსტეს, აავსეს ისუსახლკაროებით, აძლევენ მათ მრავალათასიანიმიტინგების ჩატარების უფლება, ხოლო სხვებსრესტორნებში და სატრენაჟორო დარბაზებში არუშვებენ“ - ამბობს ტროტა.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გადადისსაცხოვრებლად შტატში, რომელსაც მართავენრესპუბლიკელები, და იმედოვნებს, რომ იქ მეტიწესრიგი იქნება.

„ასეა თუ ისე, ამჯერად ნიუ-იორკს სამუდამოდვემშვიდობები. მხოლოდ სტუმრად ჩამოვალ“ - ამბობს ის.

ისევე, როგორც ასობით ათასი, უკვე ყოფილი ნიუ-იორკელი.

თეგები:
New York



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up