„ნიუ-იორკ თაიმსი“: პუერტო-რიკოს გუბერნატორმა ვალის მორიგ დაფარვაზე მორატორიუმი გამოაცხადა

„ნიუ-იორკ თაიმსი“: პუერტო-რიკოს გუბერნატორმა ვალის მორიგ დაფარვაზე მორატორიუმი გამოაცხადა

person access_time2016-05-03 16:14:12

პუერტო-რიკოს გუბერნატორმა ალეხანდრო გარსია პადილომ ვალის მორიგ დაფარვაზე მორატორიუმის ბრძანება გასცა, რითაც დაიბლოკა 422 მილიონი დოლარის თანხა, რომელიც გასულ ორშაბათს კრედიტორებისთვის უნდა ყოფილიყო გადახდილი. ამის შესახებ ნათქვამია გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ რომლის თანახმად:


„ესაა ყველაზე მსხვილი თანხა, რომელიც პუერტო-რიკოს წინანდელი დეფოლტების სერიას დაემატება. შეერთებული შტატების პროტექტორატის ქვეშ მყოფი ეს ტერიტორია ალბათ პირველი ივლისისთვის დანიშნულ სავალდებულო მორიგ დაფარვასაც ვერ განახორციელებს თუკი ვაშინგტონში კონგრესმა დროულად არ მიიღო სათანადო საკანონმდებლო ზომები პუერტო-რიკოსთვის საგანგებო ფინანსური დახმარების გასაწევად. 


პირველ ივლისს, პუერტო-რიკოს უწევს 2 მილიარდი დოლარის გადახდა და ამ თანხიდან 800 მილიონი დოლარი სახაზინო ვალდებულების ფასიან ქაღალდებზე, რომლებიც ექსკლუზიურად პუერტო-რიკოს კონსტიტუციითაა გარანტირებული. ამჯერად ვალის არდაფარვას მოჰვება უფრო სერიოზული შედეგები. კერძოდ, რეპუტაცია შეელახება ამერიკის მუნიციპალური ბონდების ბაზარს, რომელიც მოცულობით 3 ტრილიონ 700 მილიარდ დოლარს აღწევს. ხსენებული ბაზრიდან ათეული წლების მანძილზე ხდებოდა სხვადასხვა საჯარო პროექტების დაფინანსება.  

ტელევიზიით სიტყვით გამოსულმა გუბერნატორმა განაცხადა, რომ მას მოუწია მეტად მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება. გუბერნატორის თქმით, მან ისარგებლა საგანგებო უფლებამოსილებით, რასაც პუერტო-რიკოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, რამეთუ ვაშინგტონიდან ჯერ-ჯერობით არ სჩანს ფინანსური შველა. 


გუბერნატორის თანახმად, უფრო სასურველი იქნებოდა შესატყვისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალების მოწესრიგებულად რესტრუქტურიზაცია. 

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების ფედერალური კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პუერტო-რიკოს გაკოტრებულად ცნობას, რომლითაც გამოუვალ ვითარებაში ამერიკის ქალაქებისა თუ სხვა ადგილბრივ მმართველობებს შეუძლიათ სარგებლობა. ამიტომაცაა, რომ კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის პოლ რაიანის ინიციატივით ამჟამად ცდილობენ ახალი კანონის მიღებას, რომელიც სპეციალურად პუერტო-რიკოსთვის იქნება განკუთვნილი, მის მიერ ვალის დაუფარაობის გამო რომაა გათვალისწინებული.

მაგრამ, ეს კანონპროექტი შინაარსობრივად საკმაოდ წინააღმდეგობრივია და მასში გარკვეული შესწორებების შეტანაზე ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

როგორც პუერტო-რიკოს გუბერნატორმა განაცხადა, საკანონმდებლო პროცესი მდორედ მიმდინარეობს. თავის სატელევიზიო გამოსვლაში მან კრტიკულად მოიხსენია მისი სიტყვით, „პუერტორიკელი ხალხის ოპონენტები“, რომლებიც აწარმოებენ რასობრივად მოტივირებულ დისკრიმინაციული შინაარსის სიცრუის კამპანიას. ხსენებული ოპონენტები, გუბერნატორის სიტყვით, ამჟამად ცდილობენ დაარწმუნონ კონგრესი, რომ პუერტო-რიკოს, ფინანსური დახმარების ნაცვლად, სინამდვილეში, ქამრების შემოჭერა ესაჭიროება. 

პუერტო-რიკოს გუბერნატორი მოუწოდებს ამერიკის კონგრესის ქვედა პალატის სპიკერს პოლ რაიანს- უფრო მეტად ითავოს პოლიტიკური ლიდერის როლი და შეასრულოს პუერტო რიკოსთვის მიცემული სიტყვა. გუბერნატორის თქმით, მეტის დაყოვნება აღარ შეიძლება და პუერტო-რიკოს ახლავე ესაჭიროება რესტრუქტურიზაციის მექანიზმის შემოღება.  

როგორც გუბერნატორმა განაცხადა, შეერთებული შტატებისთვის უხერხული იქნება იმის აღიარება, რომ მის მიერ შორეულ ქვეყნებში დემოკრატიის გავრცელებისას, მას ერთდროულად საკუთარი ეზოსთვის დემოკრატია არ ემეტება.  

გასულ ორშაბათს 422 მილიონი დოლარის დაფარვა უწევდა კუნძულის საკმაოდ გავლენიან სახელმწიფო განვითარების ბანკს, რომელიც ათეული წლების განმავლობაში სხვადასხვა გზით ეწეოდა კაპიტალის მოზიდვას მთავრობის სხვადასხვა განშტოებებისა და მნიშვნელოვანი სამუშაოების დასაფინანსებლად.  ბანკის კრედიტორებს შორისაა მრავალი ადგილობრივი საკრედიტო კავშირები, რომლებიც გასულ კვირას დათანხმდნენ ვალების გადავადებაზე- კიდევ ერთი წლით.

მიუხედავად ამისა, ბანკის სხვა კრედიტორებმა მოცდაზე უარი თქვეს, რის გამოც გუბერნატორს ზემოაღნიშნული მორატორიუმის გამოცხადება მოუხდა. ამგვარად, სახელმწიფო ბანკს დარჩა გარკვეული თანხები პუერტო-რიკოს სხვადასხვა კრიტიკილუად მნიშვნელოვანი მომსახურების დასაფინანსებლად. 



1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

1 დეკემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-12-01 18:10:14
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 1 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3185 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-01 21:00:47
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან პენსიები იზრდება 2021 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია გათვალისწინებულია პენსიების მატება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან. ჯამში საპენსიო უზრუნველყოფაზე მიმართულია 2.6 მლნ ლარი (გაზრდილია 370 მლნ ლარით), რაც გამოწვეულია სახელმწიფო პენსიის ზრდის ინდექსაციის წესის...

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან

გადაიხადე საკომისიოს გარეშე - აქცია თიბისი ფეისგან
access_time2020-12-01 15:00:07
თიბისი ფეის თავისი  მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს. მთელი დეკემბრის მანძილზე კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის საშუალებით ნებისმიერი სერვისის გადახდა საკომისიოს გარეშე იქნება შესაძლებელი.   თიბისი ფეის ონლაინ პლატფორმა არის ერთიანი სივრცე, სადაც უამრავი საჭირო და სასარგებლო სერვისია თავმოყრილი. კომპანიის ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით, შეგიძლიათ შეავსოთ მობილური ბალანსი,  გადაიხადოთ სახელმწიფო, ფინანსური და...

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია

ივანიშვილის 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა განმუხურში აქტიურ ფაზაშია
access_time2020-12-01 15:15:51
„განმუხურში 5 - ვარკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა აქტიურ ფაზაშია“, ამის შესახებ „კომერსანტს“ ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდში“ განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ამჟამად ტერიტორიაზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 45 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, 2022 წელს დასრულდება.   „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს...

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა

Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ს, Topshop-ს, Wallis-ს ფლობს, გაკოტრდა
access_time2020-12-01 16:15:51
Arcadia Group-ი, რომელიც ბრიტანულ ბრენდებს Miss Selfridge-ის, Topshop-ს, Wallis-ის, Dorothy Perkins-ს, Evans-ს და Burton-ს ფლობს, ბრიტანეთის შესაბამის უწყებაში გაკოტრების შესახებ განაცხადი შეიტანა. კომპანიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის გავლენას ვერ გაუმკლავდნენ.   „ეს ძალიან სამწუხარო დღეა ყველა ჩვენი თანამშრომლისთვის“, - განაცხადა Arcadia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა იან გრაბინერმა.   მისივე თქმით, კორონავირუსული პანდემია და...


მსგავსი სიახლეები

up