„ნიუ-იორკ თაიმსი“: ბრიტანეთის ფინანსურ წრეებს ევროკავშირის რიგების დატოვება. მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ

„ნიუ-იორკ თაიმსი“: ბრიტანეთის ფინანსურ წრეებს ევროკავშირის რიგების დატოვება. მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ

person access_time2016-02-09 14:28:15

ბრიტანელები მკაფიოდ გაიყვნენ საკითხში, რომელიც ეხება ევროკავშირში ქვეყნის დარჩენა-არდარჩენას, რასაც რეფერენდუმი გადაწყვეტს. ასე იწყებს სტატიას გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“, რომლის თანახმად, რიგითი ბრიტანელებისგან განსხვავებით, ქვეყნის ფინანსურ წრეებს მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის რიგების დატოვება.  აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით სტატიის ავტორი სტივენ ქასლი:

 

„ევროპისთვის ლონდონი მთავარი ფინანსური კარიბჭეა. იგი უოლ-სტრიტს უწევს კონკურენციას აქციებით, ბონდებით, ვალუტითა და ნედლეულით ვაჭრობაში. ცხადია, საბანკო სექტორში შეშფოთებას გამოთქვამენ იმ შესაძლო მტკივნეულ ფინანსურ შედეგებთან დაკავშირებით, რომლებიც მოჰყვება ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას. სერიოზული ფინანსური შოკის გარეშეც, გლობალური ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები გადახედავენ ბრიტანეთის როლს, თუ რამდენად ხელშემწყობი იქნება მათთვის ლონდონიდან ევროპული ოპერაციების გაგრძელება. ესაა ფინანსურ-ლოგისტიკური გამოწვევა, რომელიც პრობლემატურს გახდის ბევრ მნიშვნელოვან ტრანსაქციას. 


ერთერთი ფინანსისტის თქმით, ლონდონი გლობალური ცენტრია, ისევე როგორც ევროპული ცენტრი. ამიტომაც, ორივე ერთი მეორეზეა დამოკიდებული. ლონდონში შემოდიან ფინანსური ინსტიტუტები შეერთებული შტატებიდან და ასევე ევროპის დანარჩენი ქვეყნებიდან. ეს ყველაფერი ქმნის უზარმაზარ ეკოსისტემას, რომლის ცენტრში ლონდონია მოქცეული.


უნდა ითქვას, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ემხრობა მისი ქვეყნის დარჩენას ევროკავშირში. მეორეს მხრივ, იგი აწარმოებს ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებას წინაპირობებზე, რომლებიც განსაზღვრავს ბრიტანეთის წევრობას ევროკავშირში. ხსენებული მოლაპარაკებები იმართება ევროპელი ლიდერების ორდღიანი სამიტის წინ, რომელიც 18 თებერვალს დაიწყება. რაც შეეხება ბრიტანეთის რეფერენდუმს, იგი სავარაუდოდ ამა წლის ივნისში გაიმართება.  თავის ევროპელ კოლეგებთან მოლაპარაკებისას, პრემიერ-მინისტრი ქემერონი ცდილობს ბრიტანეთისთვის მაღალი სტატუსის დამკვიდრებას ევროპულ ფინანსურ იერარქიაში. კერძოდ, დევიდ ქემერონს სურს მიიღოს გარკვეული გარანტიები, რომ ბრიტანეთში მოქმედი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები არ იქნებიან დისკრიმინირებული ევროზონის შემდგომი ინტეგრაციის პირობებში“.

 

სტატიის ავტორი სტივენ ქასლი წერს:

 

„ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკურად დანაღმულ ველზე მანევრირებას ეწევა. გერმანიასა და საფრანგეთს სურს ბრიტანეთის დარჩენა ევროკავშირში, რომელმაც ათეული წლების მანძილზე უზრუნველყო რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა. მეორეს მხრივ, ევროპელ პარტნიორებში შეშფოთებაც გაისმის იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრისთვის ჭარბად უფლებების მიცემამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკის ფუნდამენტურ პრინციპებს.   

 

მსხვილი ბანკები არ მიესალმებიან ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების პერსპექტივას. მაგრამ, მათ მიმართ არაა კარგად განწყობილი ბრიტანული საზოგადოებრიობა, რომელიც ფინანსურ წრეებს აბრალებს ფინანსურ კრიზისსა და სკანდალებს სავალუტო ვაჭრობასა და საბანკო ინტერესის განაკვეთების მანიპულირებასთან დაკავშირებით.

 

ბრიტანეთის ყველანაირი ბიზნესი კარგად სარგებლობს ვაჭრობით ევროკავშირთან, რომლის ეკონომიკა წლიური ანგარიშით, ჯამურად 15 ტრილიონ დოლარს აღემატება და რომლის მომხმარებელთა რაოდენობა ნახევარ მილიარდს შეადგენს. მიუხედავად  იმიგრაციის პრობლემებისა, ბრიტანული კომპანიებისთვის საკმაოდ ხელსაყრელია ევროკავშირის ნებისმიერი მოქალაქის სამსახურში აყვანა. 

 

ბრიტანელ ბანკირებს მართალია არ მოსწონთ ევროკავშირის ტლანქი რეგულირებები, ფინანსური ტრანსაქციების შესაძლო დაბეგვრა, მაგრამ, ბევრს მიაჩნია რომ ევროკავშირის დატოვება უფრო მეტ პრობლემას შექმნის, ვიდრე მოაგვარებს.  

 

შეშფოთების საგანს წარმოადგენს ევროკავშირის გარეთ მყოფ ბრიტანეთში სრულიად შესაძლო ეკონომიკური კრიზისი, რასაც მოჰყვება ქვეყნის ვალუტის გაუფასურება.  ბრიტანეთის ეკონომიკაში, რომელიც მოცულობით წლიურად 3-ამ ტრილიონ დოლარს აღწევს, ფინანსური მომსახურების სექტორს 14 პროცენტი უკავია“ - ნათქვამია გაზეთ  „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბოლო ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში. 



ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up