„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებზე ზრუნვის 10 წლისთავს აღნიშნავს

„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებზე ზრუნვის 10 წლისთავს აღნიშნავს

access_time2021-12-04 13:05:22

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც უკვე 10 წელია მედიცინის უახლესი მიღწევების გამოყენებით აგრძელებს პაციენტებზე ზრუნვის მრავალწლიან ტრადიციას, რაც ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრისა და პ. სარაჯიშვილის ნევროლოგიის ინსტიტუტისგან გადაეცა. დღეს „ნიუ ჰოსპიტალსი“ 1600-მდე ადამიანს ასაქმებს და დაკომპლექტებულია ქართველი და ევროპიდან მოწვეული გამოცდილი ექიმებით. 

10 წლის განმავლობაში „ნიუ ჰოსპიტალსმა“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რომელიც არა მხოლოდ პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვით, არამედ სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდით და ჯანმრთელობის დაცვის ხელისშემწყობი საინფორმაციო კამპანიებით გამოიხატა. კლინიკისთვის მთავარ ამოცანას პაციენტებისთვის ხარისხიანი სამედიცინო სერვისების მიწოდება წარმოადგენს, რაც მაღალი პროფესიონალიზმისა და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღწევა. 

„ნიუ ჰოსპიტალსი“ განსაკუთრებულია იმითაც, რომ იგი საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით - შენობაში დამონტაჟებულია ვენტილაციის, ჰაერის ნაკადების მართვის, ფილტრაციის, ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირების უმაღლესი ხარისხის სისტემები. პაციენტების მაქსიმალური უსაფრთხოებისა და სამკურნალო პროცესების უწყვეტობისთვის დანერგილია ელექტროობის, ჟანგბადის მომარაგების, წყალმომარაგების ძირითადი და სათადარიგო ავტონომიური სისტემები. ამასთან,დანერგილია სტერილური სივრცეების რეგულარული ვალიდაცია ევროპელი სპეციალისტების მიერ. კლინიკა ამავდროულად, აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის,მუდმივად განახლებადი უახლესი სამედიცინო აპარატურით და დაკომპლექტებულია სხვადასხვა სამედიცინო დარგის წამყვანი სპეციალისტებით.

2011 წელს, თბილისში, კრწანისის ქუჩაზე „პსპ ჯგუფის“ ინიციატივით ფუნქციონირება დაიწყო მრავალპროფილურმა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსა“, რომელმაც გააერთიანა ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, პ. სარაჯიშვილის ნევროლოგიის ინსტიტუტი და შექმნა ახალი, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მრავალპროფილური კლინიკა, სადაც მრავალი ახალი მიმართულება და სამედიცინო სერვისი დაინერგა. დღეს კლინიკში 280 სტაციონარული ადგილი და 90 კაბინეტიანი ამბულატორია ფუნქციონირებს. 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ სამედიცინო დახმარება გაეწია ასიათასობით პაციენტს - ჩატარდა 225,000-მდე სტაციონარული და 1,400,000-მდე ამბულატორიული მომსახურება.  


მას შემდეგ, „ნიუ ჰოსპიტალსი“ გუნდი ყოველდღიურად ათასობით პაციენს უწევს სამედიცინო მომსახურებასსხვადასხვა პროფილის სამედიცინო მიმართულებებით, როგორიც არის ოფთალმოლოგია, კარდიოლოგია და კარდიოქირურგია, არითმოლოგია, ნევროლოგია დანეიროქირუგიათერაპია, ინტერვენციული რადიოლოგია, ონკოლოგია და ონკო-ჰემატოლოგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგიაზოგადი, თორაკალური, სისხლძარღვთა და ყბა-სახის ქირურგიაძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ოტორინოლარინგოლოგია, რადიოლოგია და ლაბორატორია და სხვ. კლინიკაში ფუნქციონირებს სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ევროპული სტნდარტების შესაბამისი ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრიასევე, ბავშვთა და მოზრდილთა გადაუდებელი დახმარების განყოფილება, რომელიც 24 საათის განმავლობაში ემსახურება ნებისმიერი ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პაციენტებს.

(R)





ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება

ჩინეთმა ააშენა 3 ავიამზიდი, თუმცა უჭირს შესაბამისი მფრინავების მომზადება
access_time2022-10-02 23:00:51
ჩინეთის საზღვაო ფლოტი, მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი - ორი ავიამზიდი ექსპლუატაციაში შევიდა და მეორე ამოქმედდა ივნისში. შესაბამისად, ჩინეთი ცდილობს დააკმაყოფილოს მოთხოვნილება კვალიფიციურ თვითმფრინავების პილოტებზე, ამბობენ ანალიტიკოსები — აღნიშნულის შესახებ Business...

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“

რომის პაპი პუტინს მოუწოდებს, დაასრულოს „ძალადობის და სიკვდილის ეს სპირალი“
access_time2022-10-02 19:00:03
რომის პაპმა ფრანცისკემ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტისთვის, სთხოვა მას „შეაჩეროს ძალადობისა და სიკვდილის სპირალი“ უკრაინაში და დაგმო ბირთვული თავდასხმის „უკონტროლო“ შედეგების „აბსურდული“ რისკი.  რომის პაპმა ფრანცისკემ წარმოთქვა თავისი ყველაზე მკაცრი განცხადება მეშვიდე თვის განმავლობაში არსებული კონფლიქტის შესახებ, რომელიც მან...

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას

ნატოს წევრმა ცხრა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებას
access_time2022-10-02 15:00:07
ნატოს წევრმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი...

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა

რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა
access_time2022-10-02 13:00:01
რუსეთმა დაკარგა ადგილი გაეროს მმართველ საბჭოში, რომელიც მხარს უჭერს 193 ქვეყანას შორის სამოქალაქო საჰაერო მიმოსვლის თანამშრომლობასა და კოორდინაციას —  აღნიშნულის შესახებ Bloomberg-ი წერს.  რუსეთმა ვერ მიიღო საკმარისი მხარდაჭერა, რათა...

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს

რუსეთში „SoundCloud“-ის პლატფორმა დაბლოკეს
access_time2022-10-02 11:00:50
SoundCloud-ის ფლატფორმაზე წვდომა შეზღუდულია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის მოთხოვნით.  აკრძალვის მიზეზი გაურკვეველი რჩება. არც Roskomnadzor-ს და არც გენერალურ პროკურატურას ამ დრომდე განცხადება არ...


მსგავსი სიახლეები

up