მსოფლიოში ერთი ავტოკონცერნით ნაკლები იქნება. Financial Times-ის ცნობით, იაპონური Nissan კორპორაცია Renault-ის ალიანსიდან გასვლას გეგმავს. ამისთვის ავტომწარმოებელმა საიდუმლო გეგმა შექმნა.გამოცემის ცნობით, ორი ავტოგიგანტის პარტნიორობა უკვე „ტოქსიკური“ იყო. ხოლო კარლოს გონთან შექმნილმა ვითარებამ კომპანიას სწრაფი ქმედება აიძულა.
Nissan-Renault -ის ალიანსი 1999 წელს შედგა. ავტოგიგანტის დაშლის შედეგად მხარეები ახალ პარტნიორებს მოძებნიან. მაგრამ როგორ გაუწევენ კონკურენციას Fiat Chrysler Automobiles და Peugeot-ს, ასევე Volkswagen-ს და Ford-ს ჯერ უცნობია.
გონი 2018 წლის ნოემბერში, 80 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლის დამალვის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად ასევე ედება პირადი ინვესტიციებით გამოწვეული 16-მილიონი ზარალის Nissan-ის სახსრებით ანაზღაურება. Nissan-მა გონს დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანლის პოსტი დაატოვებინა.
2019 წლის აპრილში გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მაგრამ პასპორტები ჩამოართვეს და გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს. თავად ბრალდებებს უარყოფდა. სასამართლო პროცესი გონის საქმეზე რამდენიმე თვეში უნდა დაწყებულიყო.
კარლოს გონი ტოკიოდან ლიბანში 31 დეკემბერს გაიქცა. ლიბანსა და იაპონიას შორის ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ინტერპოლმა გონზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. იაპონიამ კი ორდერი გონის მეუღლის დაკავებაზეც გასცა.
imedinews.ge