Nissan-ი სხვადასხვა ქვეყნიდან 454 ათას ავტომობილს გაიწვევს

Nissan-ი სხვადასხვა ქვეყნიდან 454 ათას ავტომობილს გაიწვევს

access_time2019-11-16 18:00:51

კომპანია Nissan-ი სხვადასხვა ქვეყნიდან 454 ათას ავტომობილს გაიწვევს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია ABC ავრცელებს.

 

ავტომობილების გაწვევის მიზეზი სამუხრუჭე სითხის გაჟონვა გახდა, რამაც შეიძლება აალება გამოიწვიოს. აშშ-სა და კანადიდან კომპანია 436 ათას ავტომობილს, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან კი 8 ათას ავტომობილს გაიწვევს.

 

პოტენციურად საშიშ ავტომობილებს შორისაა 2015-2018 წლებში გამოშვებული Nissan Murano, 2016-2018 წლებში გამოშვებული Nissan Maxima, და 2017-2019 წლებში გამოშვებული Nissan Infiniti QX60 და Nissan Pathfinder-ი.


 

2018 წლის ნოემბერში Nissan-ის ხელმძღვანელი კარლოს გონი ფინანსური მაქინაციების ბრალდებით დააკავეს. გირაოს გადახდის შემდეგ ის შიდა პატიმრობაში იმყოფება. 2019 წლის ივლისში კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია 12 500 სამუშაო ადგილს გააუქმებს.


imedinews

თეგები:
Nissan



საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის
access_time2020-07-08 11:10:21
საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ქვეყნებია:გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. „საგულისხმოა, რომ მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

მთავრობისან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია

 მთავრობისან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია
access_time2020-07-08 10:50:13
 „მთავრობა დიდად არც მანამდე გვეხმარებოდა, არც ახლა გვეხმარებიან, მათგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ“, - ამის შესახებ კომერსანტს ტურისტული სააგენტოს „Planet Georgia“ -ს დამფუძნებელი მალხაზ ცინცაძემ განუცხადა. ინდივიდუალური მეწარმე აცხადებს, რომ სეზონის ჩავარდნით დაახლოებით 10 000 დოლარი დაკარგა.   „ის ხალხი რომელიც ფრენების აღდგენას ელოდებოდა და ვარაუდობდნენ აგვისტო-სექტემბერში ჩამოსვლას ტურები გააუქმეს, რადგან...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა

მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში 4 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა
access_time2020-07-06 16:00:47
მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტის დასრულება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იან მონაკვეთზე ისევ გადაიდო. ამჯერად მისი განმახორციელებელი უწყება ვარაუდობს, რომ პროექტი, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა უცხოურმა კომპანიამ 2016 წელს დაიწყო შემოდგომამდე დასრულდება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისთვის კი სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას ჯარიმა დაეკისრა. ეს გადაწყვეტილება დამკვეთმა უწყებამ 2019 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ...


მსგავსი სიახლეები

up