"ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკური „კლოუნების“ დიდ არჩევანს შორის ივანიშვილმა შეარჩია ისეთი, რომელიც ყველაზე დიდ სკანდალთან არის ასოცირებული" - გიგა ბოკერია

access_time2021-01-17 17:45:12

ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკური „კლოუნების“ დიდ არჩევანს შორის ივანიშვილმა შეარჩია ისეთი, რომელიც ყველაზე დიდ სკანდალთან და შეურაცხყოფასთან არის ასოცირებული - „გავრილოვის ღამესთან“ და გავრილოვის მოწვევასთან საქართველოში,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ინტერპრესნიუსთან“ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებითაც პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა, რადგან ივანიშვილის გარემოცვაში დიდი ხანია პოლიტიკური ფიგურები აღარ არიან.

„ქართული ოცნების” ყრილობა არანაირი თვალსაზრისით არ ყოფილა რაიმე მოულოდნელობა - იგივენაირი შეკრება იყო პოლიტიკური სიძულვილით, სიბრიყვით, მლიქვნელობით, შავრაზმელობით და ფარისევლობით გამორჩეული ადამიანების, როგორიც იყო ტრადიციულად გარემოცვა ივანიშვილის მთელი ამ წლების განმავლობაში. როცა მან პოლიტიკური ფიგურებისგან გაწმინდა მისი გარემოცვა, იქ მხოლოდ ასეთი ხალხი დარჩა - პოლიტიკური არარაობები და პოლიტიკური „კლოუნები“, ხოლო რომელს შეარჩევდნენ მათგან პარტიის თავმჯდომარედ, ეს არსებითად არაფერს ცვლის. თუმცა, თავისთავად ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკური კლოუნების დიდ არჩევანს შორის მან შეარჩია ისეთი, რომელიც ბოლო პერიოდში ყველაზე დიდ სკანდალთან და შეურაცხყოფასთან არის ასოცირებული - გავრილოვის ღამესთან და გავრილოვის მოწვევასთან საქართველოში. ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ საჯარო მოწოდებების, მათ შორის გიორგი კანდელაკისგან საჯარო მოწოდებების და გაფრთხილებების მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დააბრძანა აფხაზეთის ომის დროს საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილე, კომუნისტური, პროპუტინური ფრაქციის თავმჯდომარე, რომელიც საქართველოს დაშლის იდეოლოგი იყო. ამის შემდეგ მას მოუწია გადადგომა, თუმცა, ესეც დააგვიანა. რომ გადამდგარიყო ეს მოვლენები არ მოხდებოდა კერძოდ, გავრილოვის ღამე, თუმცა, მაინც მოუწია გადადგომა, ამაზე თითქოს პასუხისმგებლობაც კი აიღო მაშინ და ახლა პარტიის თავმჯდომარედ ასეთი ადამიანი შეარჩია. მაშინ მოუწია მისი გაწირვა და ახლა ამ ბოღმას გვიზღავს - აქ ჩანს საზოგადოებას როგორი სახიფათო და საზიანო მოვლენასთან გვაქვს საქმე მისი და მისი გარემოცვის სახით მთელი ქვეყნისთვის.

რაც შეეხება ივანიშვილს, არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ კონტროლის ხელიდან გაშვებას აპირებს, ერთადერთი რაც შეიძლება ვიფიქროთ, გარკვეული პანიკის ნიშანი არის ეს, ის ხვდება თავის ოლიგარქიული ყნოსვით პოლიტიკურად როგორი უგუნურიც არ უნდა იყოს, ხედავს რა სარისკო სცენარებია მისთვის პირადად და პასუხისმგებლობას ირიდებს მომავალში ამ შესაძლო სცენარებისგან, ოღონდ ცდება, ვერ აირიდებს პასუხისმგებლობას,“- განაცხადა ბოკერიამ.


მისივე თქმით, ივანიშვილი ცდილობს არჩევნებს აზრი დაუკარგოს და საზოგადოებას წაართვას არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის უფლება, რაც ძალიან სახიფათოა, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ ვითარებაში ვადამდელი არჩევნებია, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ წნეხით მიიღწევა.

„ყველა ლეგიტიმური მეთოდით ქვეყნის შიგნით საზოგადოების და ქვეყნის გარეთ მეგობრების წნეხით ჩვენ უნდა მივაღწიოთ ამას, რადგან ამის ალტერნატივა ძალიან სახიფათოა. თავისუფალი სამყარო ყოველთვის საბოლოო ჯამში სხვადასხვა ინტენსივობით, მაგრამ მხარს უჭერს ქართველი ხალხის თავისუფლებას, მათი მორალური და პრაგმატული ინტერესია, რომ აქ იყოს ძლიერი დემოკრატია, ამ ამოცანის მისაღწევად სწორედ ვადამდელი არჩევნებია ერთადერთი გამოსავალი,“- განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ყრილობა გამართა, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე ერთხმად აირჩიეს. ასევე, ყრილობაზე აირჩიეს პოლიტიკური საბჭოს წევრები.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up