ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან

access_time2019-01-22 14:00:47


„საქართველოში მეწარმეები  ბიუროკრატიას ეწირებიან. აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რადგან არ მინდოდა ფერმერთა ასოციაციის სახელი გამომეყენებინა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავყიდო, რომ მეტი დრო დავუთმო ფერმერთა ასოციაციას და დავეხმარო სხვა ფერმერებს, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. “,— ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ კომერსანტს განუცხადა.


საკუთარი მეურნეობის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ნინო ზამბახიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა,  მიზეზები კი კომერსანტთან განმარტა.


ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე საკუთარი ბიზნესის გაყიდვის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ტენდერს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც უწყებამ ყველი უნდა შეიძინოს.


დოკუმენტაციის მიხედვით, კონსოლიდირებულ ტენდერში, ორ კომპანიას აქვს მონაწილეობა მიღებული - შპს ,,ალპურსა“ და ნინო ზამბახიძის კომპანია ,,ჯორჯიან ბიზნეს ზონ“-ს.


მიუხედავად იმისა, რომ ზამბახიძის კომპანიას შემსყიდველითვის უკეთესი ფასი -კილოგრამზე 9 ლარი და 47 თეთრი აქვს შეთავაზებული, მას დისკვალიფიკაცია მისცეს. ამ დროისთვის ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და თუ კომპანია ,,ალპურის“ დოკუმენტაცია წესრიგში იქნა, გამარჯვებულად ავტომატურად ის დასახელდება, რადგან ,,ჯორჯიან ბიზნეს ზონ“-ს დისკვალიფიკაცია მიენიჭა.


რაც შეეხება დისკვალიფიკაციის მიზეზს, კომისია განმარტავს, რომ წარდგენილი ტექნიკური აღწერილობა, არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს.



,,ყველი დაფასოებული უნდა იყოს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად 1-6 კგ მდე (+-15 გრ). ხოლო პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკური აღწერილობაში მითითებულია, რომ ყველი დაფასოებული იქნება 1,5-5კგ-მდე; ამასთან, არ არის მინიშნებული რომ დაფასოება განხორციელდება შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. გარდა აღნიშნულისა, პრეტენდენტს არ აქვს მითითებული, რომ მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა იქნება საერთო ვადის არანაკლებ 90%, მაგრამ არანაკლებ 10 დღე, რაც გათვალისიწნებული იყო სატენდერო დოკუმენტაციით,“ - ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

ნინო ზამბახიძის თქმით, მისთვის დისკვალიფიკაციის არგუმენტი მიუღებელია და არ შეესაბამება რეალობას.


„ტენდერში დისკვალიფიკაციის არგუმენტი მიუღებელია და არ ვეთანხმები. ტექნიკურ დავალებაში ეწერა 1-6 კილოგრამი ყველი შეფუთვებით, ჩვენ გვქონდა შეთავაზებული 1,5-5,5 კილოგრამი, რაც მოთხოვნილ სტანდარტს აკმაყოფილებდა. თუ ეს პროლემა იყო, თავიდანვე სატენდერო მოთხოვნებში კონკრეტულად უნდა განესაზღვრათ წონა, რადგან 1-6 კგ იმას ნიშნავს, რომ ამ დიაპაზონში ნებისმიერი წონა მისაღებია.

მეორე საკითხი რის გამოც დისკვალიფიკაცია მივიღე ვარგისიანობას ეხება. არგუმენტი ის იყო, რომ არ იცოდნენ როგორ დადასტურდებოდა ჩემი ყველის ვარგისიანობა, ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს კანონი ეტიკეტის შესახებ და ეტიკეტზე დატანილია ვარგისიანობა. გვქონდა მითითებული, რომ ISO სტანდარტი გვაქვს და კანონის შესაბამისად ვაწარმოებთ პროდუქტს,“-განმარტა ზამბახიძემ.


მისივე თქმით, პრობლემაა ის, რომ დისკვალიფიკაციის გასაჩივრების მექანიზმი არ არსეობს, თუმცა ზამბახიძე დავის სასამართლოში გაგრძელებას აპირებს.


„ კონსოლიდირებულ შესყიდვაზე გასაჩივრების მექანიზმი არ არსებობს, სასამართლოში დავა დროში ჭიანურდება ისე, რომ ტენდერის მიმდინარეობა არ ჩერდება. შესაბამისად მეწარმე არანაირად არაა სტიმულირებული, რომ საქართველოში პროდუქცია აწარმოოს და თუ აწარმოებს გაურკვეველ მიზეზებსა და ბიუროკრატიას შეეწირება. ამის მიუხედავად, აუცილებლად ვაპირებ ამ საქმის სამართლებრივ კონტექსტში გაგრძელებას. თუ მე უნდა ვიყო წყალგამყარი, აუცილებლად ვიქნები, რადგან თუ მოხდა პრეცედენტი და სამართლიანი შედეგი მივიღეთ, ეს სტიმული იქნება სხვა ფერმერებისთვის“,-განაცხადა ნინო ზამბახიძემ.


ნინო ზამბახიძე კომერსანტთან საუბრისას ფერმერული მეურნეობის განვითრების ხელისშემშლელ სხვა პრობლემებზეც საუბრობს. მისი თქმით, დაავადება ბრუცელოზი ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელის კონტროლის მექანიზმი ქვეყანაშ არ არსებობს.


„ქვეყანაში არ არსებობს ახსნა რატომაა ეს დაავადება გავრცელებული. ჩემს შემთხვევაში სავარაუდო მიზეზად საკვები დასახელდა, ანუ თივა, რომელიც მაღალმთიანი რაიონიდან ჩამოვიტანეთ. ქვეყანაში შემოყვანისას პირუტყვს აცრები გავუკეთეთ სისხლის ანალიზის მიხედვით ბრუცელოზის დაავადება არ დაფიქსირდა, თუმცა შემდეგ ძროხები დაავადდნენ და იძულებული გავხდით დაგვეკლა, რადგან ეს დაავადება გადადის რძეში და რძის ნაწარმში და ცხადია ადამიანის ჯანმრთელობას ვერ დავაყენებდით რისკის ქვეშ. 3500 დოლარად ნაყიდი პირუტყვი 800 ლარად ხორცად ჩავაბარე. როცა ხორცი თერმულ დამუშავებას გადის ეს დაავადება საშიშია აღარაა. ქვეყანაში ცხოველთა დაავადების გამომწვევ მიზეზებზე კვლევები ყნდა ტარდებოდეს, რაზეც საქართველოში არც ფიქრობენ“,  ამბობს ზამბახიძე.


კომერსანტი დაინტერესდა პირადი გამოცდილების საფუძველზე რა რჩევას მისცმედა ნინო ზამბახიძე ფერმერებს, რომლებიც ახლა იწყებენ ან აპირებენ ბიზნესის წამოწყებას.


„ფერმერებს ვურჩევდი დიდი სიფრთხილე გამოიჩინონ სანამ დიდი ინვესტიციის განხორციელებას გადაწყვეტენ,“-განაცხადა ნინო ზამბახიძემ.


მარიამ ტიტვინიძე






გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს

გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს
access_time2019-02-18 21:00:16
„ღირსება ეს არის მთავრი აქტივი, რაც ადამიანს გააჩნია. ვთვლი, რომ ორივე ღირსეულად გამოიყურებოდნენ,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამართულ ბრიფინგს. ექპერტის თმით,  „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებულები იყვნენ  მაინც  ღირსეული კომენტარი გააკეთეს. „ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ძალიან ღირსეული კომენტარები იყო...

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს
access_time2019-02-18 18:45:13
საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ერთი წამითაც არ ამოვარდნილა მისი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. „ბევრი...

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ
access_time2019-02-18 18:00:01
„17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თი ბი სი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა. თუ ეს შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ,“ - ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ საგანგებოდ ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, საქმე გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხება სადაც, სებ-ითიბისი ბანკისგან...

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია
access_time2019-02-18 16:30:51
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებულ კონტროლის სუსტეზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით 2016-2017 წლებში შპს „საქნახშირს (ჯი აი ჯი ჯგუფს)“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 2.1 მლნ ლარი, თუმცა აღნიშნულ პერიოდში „საქნახშირის“ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილია, მხოლოდ 1.36 მლნ ლარი. შესაბამისად „საქნახშირს“ ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7...

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება
access_time2019-02-18 17:00:26
უნდა უყიდოს თუ არა ოფიციალურმა თბილისმა სეპარატისტებს ელექტროენერგია რუსეთიდან 5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა მუშაობა შეაჩეროს წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო და ოკუპირებული აფხაზეთი უშუქოდ დარჩეს. ამიტომ თბილისი სოხუმის რეჟიმს მოუწოდებს, ან ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან შემოიტანოს, ან შეამციროს მოხმარება, რომელიც ბოლო წლებში 3-ჯერაა გაზრდილი და იმდენად უკონტროლოა, რომ აფხაზეთი, სადაც...


მსგავსი სიახლეები

up