ნინო ზამბახიძე ქალთა გაძლიერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

ნინო ზამბახიძე ქალთა გაძლიერების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

access_time2019-03-26 23:24:40

დღეს სასტუმრო "რედისონში" ქალთა გაძლიერების ფორუმი გაიმართა , სადაც მოწვეულმა სტუმრებმა, პარლამენტის, ხელისუფლების , სასამართო სისტემის, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების , ასევე სპორტის , კულტურისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებმა, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლის, ამ პროცესში თავიანთი წვლილისა და პირადი ისტორიების შესახებ ისაუბრეს. 



გამომსვლელებთა შორის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე იყო, რომელმაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობასა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.



„ჩვენ ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ ქალები წარმატების მისაღწევად , სხვადასხვა გამოწვევებს აწყდებიან. ფორუმზეც აღინიშნა, რომ სახელმწიფო სტურქტურებში წამყვან პოზიციებზე იმდენი ქალი არ არის დასაქმებული, რამდენსაც ვისურვებდით. მაგალითად, რეგიონებში ცხრავე გუბერნიაში, გუბერნატორის პოზიციას კაცი იკავებს,მსგავსი სურათია გამგებლების შემთხვევაშიც და რაც შეეხება მერს, თორმეტი მერიდან, მხოლოდ ერთი ქალი მერი გვყავს ნინოწმინდაში. ისევ და ისევ ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება , ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა და განათლება. სწორედ, ამან გადამაწყვეტინა, რომ შემექმნა ფერმერთა ასოციაცია და დავხმარებოდი რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს, არა მხოლოდ ქალების ნაწილში , არამედ ზოგადად საქმიანობის ნაწილში. რაც შეეხება ქალების ეკონომიკურად გაძლიერებას, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად დასავლეთ საქართველოში ახორციელებს პროექტს. ეს პროექტი მიზანმიმართულია იმისკენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს. ასევე, განავითარონ სოციალური პასუხისმგებლობა. ის გამოწვევები , რაც რეგიონში ქალებს აქვთ ჩვენ ვეცდებით, რომ ურთიერთთანამშრომლობით გადავჭრათ,“ - აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ. 

ქალთა გაძლიერების ფორუმი USAID-PROLoG მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანია ქალთა ისტორიული მიღწევების აღნიშვნა, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა როლის წინა პლანზე წამოწევა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.





დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up