ნინო ზამბახიძე - პირველი რაც გააჟღერა პრემიერმა იყო ის, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დღეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის

ნინო ზამბახიძე - პირველი რაც გააჟღერა პრემიერმა იყო ის, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დღეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის

access_time2020-10-20 19:00:00

ჩვენ ვიცით, რომ ყველაზე უფრო სტუმარ-მასპინძლობის სექტორს დაეტყო კოვიდი და პანდემია და ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დადგა ეს მიმართულება, როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესები. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს დგას, ესენია - საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადების გადავადება, ვინაიდან ძირითად შემთხვევაში სტუმარ-მასპინძლობის მსხვილი ბიზნესები სხვა პროექტებს მიღებული სტუმრებიდან და შემოსავლებიდან აფინანსებდნენ. ვინაიდან დღეს ისეთი მოცემულობაა, რომ ტურისტების ნაკლებობაა ქვეყანაში და არ არის იმდენი შემოსავალი, მოვითხოვეთ გადავადება. პირველი რაც იყო კომენტარი პრემიერისგან იყო ის, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების ყველა ნორმა რომელიც დღეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, მათ შორის ტურისტების,- ამის შესახებ „აჭარა ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ნინო ზამბახიძემ პრემიერ-მინისტრსა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



ნინო ზამბახიძის თქმითვე, კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით მსგავსი სახის კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.



„თქვენ იცით, რომ „Holiday Inn“-ის სასტუმრო სწორედ მიკრო საავადმყოფოს ფუნქციას შეასრულებს იმ კოვიდ-პაციენტებისთვის, რომელთაც ნაკლებად და სუსტად აქვთ გამოვლენილი კოვიდ-დაავადება. ეს იყო ჩვენი ჯგუფის გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ გვქონდა კარგი გამოცდილება. პანდემიის პერიოდში სასტუმრო გახლდათ კოვიდის ზონა, სადაც შეგვეძლო კარანტინში მიგვეღო ადამიანები და დღეს უკვე ამ სასტუმრომ შეიძინა მსუბუქი ფორმის კოვიდინფიცირებულების მიღების სერვისიც. ეს ჩვენის მხრივ, როგორც ბიზნესისთვის ძალიან კარგია და ამავდროულად კომფორტულ ზონას უქმნის ადამიანებს, რომელთაც უსიმპტომოდ ან სუსტად აქვთ ეს დაავადება გამოვლენილი და არ შეუძლიათ თვითიზოლაციაში წასვლა, მათ საშუალება აქვთ, კომფორტულ გარემოში გადაიტანონ ეს დაავადება. აქაც მნიშვნელოვანია სოციალური და კორპორაციული პასუხისმგებლობა. ჩვენ ის გამოწვევები რაც გვქონდა გავაჟღერეთ და მივიღეთ პირობა, რომ სამუშაო რეჟიმში შევალთ, დაითვლიან, როგორ შეიძლება რომ საშემოსავლოს ნაწილი გადავადდეს, როგორ შეიძლება ქონების ნაწილი გადავადდეს, როდემდე და შემდეგ უკვე გვექნება ისევ კომუნიკაცია,“ - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up