ნინო ზამბახიძე- „მთელი სოფელი დიღომი და ნაფეტვრები დაწიოკებული ყავდათ თურმე – ეს ტიპები დღეს დაიჭირა შსს-მ ფაქტზე“

ნინო ზამბახიძე- „მთელი სოფელი დიღომი და ნაფეტვრები დაწიოკებული ყავდათ თურმე – ეს ტიპები დღეს დაიჭირა შსს-მ ფაქტზე“

access_time2019-02-19 12:08:29

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც შესყიდვების სააგენტოსთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობს. მან ასევე აღნიშნა, რომ 4 კაცი, რომლებიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდნენ, ფერმერებს სისტემატურად პარავდნენ მსხვილფეხა პირუტყვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული პირები ქურდობის ფაქტზე დააკავა.

 

„ეს ამბავი უნდა მოვყვე. დღეს შესყიდვების სააგენტოს შევხვდით ისევ კონსოლიდირებული ტენდერის თაობაზე, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ ერთ-ერთი იყო, რომ კონსოლიდირებული ტენდერი მცირე და საშუალო ბიზნეს აზიანებს და ამ პოზიციიდან სხვადასხვა თემას შევეხეთ, მაგალითად ის რომ ფერმერებს შესაძლოა არ შეუძლიათ დიდი რაოდენობის პროდუქციის მიწოდება, თუმცა ერთი უწყებისთვის საკმარისი პროდუქტი შესაძლოა ჰქონდეს, ამას მოჰყვა მაგალითები თაფლის, რძის პროდუქტების და ა.შ. ამასობაში ბექამ დასვა შეკითხვა, ხორცს, ადგილობრივს თუ ყიდულობს ვინმეო და გავარკვიეთ, რომ მხოლოდ შსს ყიდულობს. რომ გამოვედი შეხვედრიდან ჟურნალისტმა მკითხა, რა კომენტარს გააკეთებთ პირუტყვის ქურდობაზეო. ეგ ჩვენთვის საკმაოდ მტკივნეული თემაა, ჩვენ ფერმერებს ხშირად უთქვამთ რომ ძროხები ეკარგებოდათ და არც მიდიოდნენ პოლიციაში. ამბობდნენ აზრი არ ააქვს, ვერ იპოვიან მაინცო. მოკლედ გავარკვიე რომ 4 კაცი, რომელიც პირობითად იყო გათავისუფლებული, შეამხანაგდა და სისტემატურად პარავდნენ ძროხებს ფერმერებს და შემდეგ ყიდდნენ. მთელი სოფელი დიღომი და ნაფეტვრები დაწიოკებული ყავდათ თურმე – ეს ტიპები დღეს დაიჭირა შსს-მ ფაქტზე. ყველაზე კარგი ამ ამბავში ის არის, რომ პოლიცია სრული სერიოზულობით მოეკიდა ფაქტს. ერთი შეხედვით ცალობით ძროხების ქურდობა ვითომ არც ჩანს საერთო სურათში, მაგრამ ეს ჩვენ ფერმერებს მართლა უქმნის სერიოზულ პრობლემებს. ასეთი მიდგომა თუ გაგრძელდა გვეშველება მგონი. პ.ს კი იძახდა გახარია, რომ წავალ პოლიტიკიდან, ფერმერი ვიქნებიო და ასრულებს ჯერჯერობით დანაპირებს“, – წერს ნინო ზამბახიძე.

 


შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის ფაქტები გახსნა. ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 5 პირი, რომელთაგან 4 დანაშაულის ჩადენის მომენტში პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილ ქურდობაში ედებათ. სამართალდამცველებმა ხუთივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ მცხეთის რაიონში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს და მიმალვას ცდილობდნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სისტემატურად იპარავდნენ მსხვილფეხა პირუტყვს, რის შემდეგაც მათ რეალიზაციას სხვადასხვა პირების მეშვეობით, უკანონოდ ახდენდნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებ





მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!
access_time2020-01-27 09:54:23
2020 წლიდან, მეგატექნიკის მაღაზიათა ქსელში თქვენ შეძლებთ სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიანი სმარტფონების შეძენას. მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის სარეცხი მანქანებიც, ეტაპობრივად კი სამსუნგის პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიებსაც შემოგთავაზებთ.  ქართველმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის სამსუნგის ჰოლოგრამის მნიშვნელობა, თუმცა კიდევ ერთხელ...

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა
access_time2020-01-26 19:00:51
Hyundai და Kia-მ ერთობლივად ჩადეს 100 მლნ.  საავტომობილო სტარტაპ Arrival-ში, რომლის ღირებულებაც შეფასდა 3 მლრდ. დოლარად - კომპანია შექმნა რუსეთის მოქალაქე დენის სვედრლოვმა, რომელიც ამჟამად საქმიანობს ინგლისში. შესაბამისად, კორეული გიგანტები მიიღებენ კომპანიის აქციების 3,3%-ს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების მიზანია კომერციული ელექტრომობილების საყოველთაო დანერგვა, და 2025 წლისთვის ამ ტიპის მანქანების მწარმოებელთა სამეულში...

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის
access_time2020-01-26 15:00:16
Google-ის ახალი ყურსასმენი - Pixel Buds – თავსებადი იქნება Pixel-ის სმარტფონებთან.   მოწყობილობა შეუერთდება ვირტუალური თანაშემწეს პროგრამას Google Assistant და გააქტიურდება სპეციალური ღილაკის დაჭერით.   ყურსასმენის მართვა შესაძლებელია ხმოვანი მითითებებით - მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სთხოვოს მოწყობილობას ჩართოს ესა თუ ის სიმღერა, დარეკოს ტელეფონით, უჩვენოს გზა, და ა.შ.   თუმცა, ახალი ყურსასმენის ყველაზე საინტერესო ფუნქცია იქნება...

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება
access_time2020-01-26 17:00:19
  ჟან-პოლ გოტიე სამუდამოდ ტოვებს მოდის სცენას, თუმცა დემნა გვასალია იწყებს გააქტიურებას.   კერძოდ, დიზაინერმა განაცხადა, რომ ამა წლის ზაფხულში პირველად52 წლის მანძილზე Balenciaga წარმოადგენს კუტიურ-კოლექციას.   ბრენდის ისტორია შეწყდა 1968 წელს, როდესაც კრისტობალ ბალენსიაგამ  დახურა თავისი სამკერვალო, შემდეგ კი გარდაიცვალა. 1986 წელს კომპანია აღდგა, თუმცა, უარი განაცხადა მაღალი მოდის კოლექციების შექმნაზე.   დღეს...


მსგავსი სიახლეები

up