ნინო ზამბახიძე - გადასახედია საბანკო რეგულაციები, ასევე მიწის შესახებ ორგანული კანონი, რომლის ამოქმედებაც იგეგმება, უფრო ლმობიერი უნდა იყოს

ნინო ზამბახიძე - გადასახედია საბანკო რეგულაციები, ასევე მიწის შესახებ ორგანული კანონი, რომლის ამოქმედებაც იგეგმება, უფრო ლმობიერი უნდა იყოს

access_time2019-03-27 12:38:53

მეწარმეებისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით გამოწვევაა საბანკო რეგულაციები და ჩანაწერი კონსტიტუციაში, რის გამოც სოფლის მეურნეობა ბანკისთვის მიმზიდველი ვერ ხდება, რამდენადაც სოფელში მომუშავე მეწარმეებისთვის ძირითადი აქტივი მიწაა, რომელსაც ბანკი იპოთეკით არ ტვირთავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ფერმერთა ასოციაციის" თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ განუცხადა.


მისი თქმით, სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, რის წინაშეც ქალი მეწარმეები დგანან, არის ფინანსულ რესურსზე ხელმისაწვდომობა, განათლება და სარეალიზაციო ბაზარი.


„ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა რჩება. თუ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგმება, ვფიქრობ ძალიან ბევრ მეწარმეს გაუჭირდება საქმის დაწყება და საქმიანობის გაფართოვება, რაც პრობლემებს შეუქმნის ქვეყნის ეკონომიკას. განათლების ნაწილში უფრო მეტი წინსვლა შეინიშნება, როგორც დონორი ორგანიზაციების, ისე სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ზამბახიძემ.


როგორც „ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე განმარტავს, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც აფერხებს მეწარმეებისთვის ფინანსების მოზიდვას ამ სექტორის მიმართ დაბალი სანდოობაა, თუმცა ძირითადად ეს პრობლემა საბანკო რეგულაციებითაა გამოწვეული. გამოსავალს კი მოქნილი რეგულაციების შემუშავებაში ხედავს.



„ვფიქრობ, უფრო მოქნილი რეგულაციებია საჭირო. გადასახედია საბანკო რეგულაციები, ასევე მიწის შესახებ ორგანული კანონი, რომლის ამოქმედებაც იგეგმება, უფრო ლმობიერი უნდა იყოს“, - განაცხადა ზამბახიძემ.


„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რამდენად მისაღებია მიწის შესახებ ორგანული კანონის ინიციატორის, ოთარ დანელიას განცხადება, რომ შესაძლოა, საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც რამდენიმე წლის განმავლობაში არ დაამუშავებს კუთვნილ მიწას სახელმწიფო დაფინანსებისა და საგრანტო პროგრამებში მონაწილეობა შეეზღუდოთ, ზამბახიძე აცხადებს, რომ ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გარეშე სოფლად მიწის დამუშავება შეუძლებელია.


„დღეს ნამდვილად პრობლემაა დაუმუშავებელი მიწები. ხელმისაწვდომობის გარეშე, თუ ფერმერი ბანკიდან სესხს ვერ აიღებს და სახელმწიფო მხარდაჭერას ვერ მიიღებს, ცხადია მიწასაც ვერ დაამუშავებს. ეს ერთმანეთთან კავშირშია. ქვეყანაში არსებული რეალობიდან გამომდინარე რეგულაციები უნდა ერგებოდეს ადამიანებს და არა პირიქით“, - განაცხადა ზამბახიძემ.



IPN.GE 







ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა ჩართული არის ელიტარულ კორუფციაში
access_time2020-02-25 19:00:51
პარლამენტის დარგობრივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“  განაცხადა,რომ ფინანსთა მინისტრმა ისინი მოატყუა. „ჩვენ გავაგზავნეთ ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებთან წერილი,რომ მობრძანებულიყვნენ ფრაქციაში და კონკრეტულ საკითხებზე გვესაუბრა. ეს საკითხებია დღგ-ს ნაწილში ყალბი აქტივის შექმნა, ტელევიზიების მიერ არგადახდილი დღგ და აზარტული თამაშები.  კითხვები გვქონდა...

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?

როგორ მივაღწიოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას საქართველოში?
access_time2020-02-25 17:00:17
ISET-ი ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით,საქართველოში ბოლო ათწლეულებში ეკონომიკური პოლიტიკის გარკვეული ინიციატივები ერთმანეთთან შეუსაბამობაში მოდის. მაგალითად, ერთი მხრივ, მთავრობა ცდილობს, წაახალისოს მცირე ფერმერები, გადაინაცვლონ ეკონომიკის სხვა სექტორებში (რისთვისაც წარმოების ხელშემწყობ სააგენტოებს აარსებს), მეორე მხრივ, ეხმარება მათ სხვადასხვა პროგრამებით (მაგ. კოოპერატივების მხარდაჭერით), აიმაღლონ პროდუქტიულობა და დარჩნენ სოფლის მეურნეობაში....

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს

გლობალური პანდემია შესაძლოა მსოფლიოს 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდეს
access_time2020-02-25 20:00:35
შემაშფოთებელი პერსპექტივა იმის, რომ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელება გლობალიზაციის ეპოქის პირველი მძლავრი პანდემია აღმოჩნდეს, ბადებს ეჭვებს მსოფლიოს ეკონომიკურ სტაბილურობაზე. კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 3000-ს მიაღწია, დაფიქსირდა 80 000-ზე მეტი შემთხვევა.  იტალიაში ვირუსის გავრცელებამ ეკონომიკის უმდიდრეს ზონებს დარტყმა მიაყენა. ზოგი ეკონომისტი საუბრობს, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს არათანაბარმა განვითარებამ გლობალურ...

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს

876 ათასი ლარი ავეჯის შესაძენად – ვინ მართავს ბათუმის სტადიონს
access_time2020-02-25 18:00:17
ბათუმის საფეხბურთო სტადიონისთვის ავეჯის შესაძენად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სკამების, მაგიდების, დივნების, კარადების და სხვა ინვენტარის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 876 ათასი ლარია გამოყოფილი.ავეჯის დიზაინი, დეტალური ტექნიკური მახასიათებლები, განლაგების სქემა და ნახაზები ტენდერის პირობებშია...

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან

როგორ კარგავს ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხებს თხევადი აირის იმპორტიდან
access_time2020-02-25 15:45:46
თხევადი აირი (LPG) სულ უფრო პოპულარული ხდება ქართველ მომხმარებელში და ამას აქვს არაერთი მიზეზი. მაგალითად არაოფიციალური მონაცემებით (ოფიციალური სტატისტიკა არ იწარმოება), თუ 2 წლის წინ ამ საწვავზე მომუშავე ავტომანქანების რაოდენობა 1 000 ავტომობილს აღწევდა, დღეს მათი რიცხვი 10 000 ავტომობილს აჭარბებს. LPG -ის სწრაფი პოპულარობის მიზეზი კი როგორც ვახსენეთ რამდენიმეა. პირველი და, რა თქმა უნდა, მთავარი არის ფასი. ერთი კოლოგრამი LPG-ის ღირებულება, საშუალოდ 1.25 ლარია. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ...


მსგავსი სიახლეები

up