ნინო ზამბახიძე : „ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკას ეწევიან“

ნინო ზამბახიძე : „ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკას ეწევიან“

access_time2018-11-13 14:00:00


საქართველოს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ეროვნული ბანკი ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკას ატარებენ, რაც არათანმიმდევრული მუშაობით აიხსნება.



საუბარია ერთი მხრივ ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას მიერ გუშინ დაანონსებულ საკრედიტო საგარანტიო ფონდის შექმნაზე, მეორე მხრივ კი - ეროვნული ბანკის მიერ სესხის აღების გამკაცრებაზე.


„ხელისუფლება ატარებს არათანმიმდევრულ პოლიტიკას. სხვანაირად ლოგიკას ვერ ვხედავ, როდესაც ეროვნული ბანკი სესხის აღებას ურთულებს უამრავ ადამიანს და მსესხებელს ავალდებულებს საკუთარი შემოსავლები დაასაბუთოს. შორს არ წავალ, როდესაც ფერმერულ მეურნეობებს აქვთ სეზონური შემოსავლები, როგორ დაასაბუთებენ ყოველთვიურად აღნიშნულს, გაუგებარია... ამის პარარელურად კი გიორგი ქობულია ამბობს ხელს შევუწყობთ ბიზნესებს იპოთეკის გარეშე დააზღვიონ სესხიო. ამ ორ მოცემულობას შორის ბმას ვერ ვხედავ. ლოგიკა არ არის. იცით რატომ?! - რადგან მსგავსი გადაწყვეტილებები არ ეფუძნება არც სიღრმისეულ კვლევას, არც ბაზრის შესწავლას“,- განმარტავს ნინო ზამბახიძე.


არათანმიმდევრული მუშაობის გათვალისწინებით, ნინო ზამბახიძე გიორგი ქობულიას მიერ გუშინ დაანონსებულ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის შექმნის იდეას პოპულისტურს უწოდებს.




„იმიტომ რომ ხელისუფლებაში ასეთი ურთიერთსაპირისპირო პოლიტიკა ტარდება, საკრედიტო-საგარანტიო ფონდის იდეაც უფრო პოპულიზმია ვიდრე რეალიზმი. არ ვიცით რაზეა საუბარი; რა ღირებულება აქვს ფონდს და რის ხარჯზე კეთდება. არც ისაა განსაზღრვული რა დადებითი და რა უარყოფითი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს. შესაბამისად, როდესაც ინიციატივა არ მოიცავს ეკონომიკურ და იურიდიულ გათვლებს არ მიმაჩნია მიზანშეწონილად. მსგავსი განცხადებებიც ყოველთვის არის პოპულისტური“,- აღნიშნავს ზამბახიძე.



კითხვაზე რას ფიქრობს თავად ფონდის შექმნის იდეაზე, ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ერთი შეხედვით კარგი ინიციატივა შესაძლოა დიდი რისკების შემცველი იყოს და ამიტომ რთულია ამ ეტაპზე მისი შეფასება. შესაბამისად, კარგი იქნება ეკონომიკის მინისტრი თუ დამატებით განმარტებებს გააკეთებს.



„მაგალითად, არ ვიცით ეს ფონდი შემთხვევით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან აღებული სესხი ხომ არ არის? ასეთ სიტუაციაში რამდენად იქნება დადებითი შედეგების მომტანი საერჭვოა. ყველა ვეთახმებით ხელისუფლებას იმ ნაწილში, რომ ფინანსური ხელმისაწვდომობა დღეს სერიოზული გამოწვევაა და ადამიანები საკუთარ სახლებს არ უნდა კარგავდნენ იპოთეკური სესხის სანაცვლოდ. თუმცა, სანამ ამ საკრედიო-საგარანტიო ფონდის შექმნას დაანონსებდა ეკონომიკის მინისტრი, მანამდე ალბათ აჯობებდა იმ რეგულაციებისთვის გადაეხედა, რაზეც საუბრის დასაწყისში ვისაუბრეთ. ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვაა“,- განმარტავს ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტი ნინო ზამბახიძე.



სალომე ლემონჯავა






კობა გვენეტაძე: მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს

კობა გვენეტაძე: მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს
access_time2020-01-29 13:01:05
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მარტიდან შესაძლებელია, საბანკო რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევიდეს. როგორც გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს საბანკო რეგულაციების შესაძლო გამარტივების შესახებ განუცხადა, ადასტურებს, რომ გარკვეული ცვლილებები იგეგმება, რომელიც ამჟამად დამუშავების პროცესშია. „დეტალებს გავდივართ. აქტიურად მიმდინარეობს განხილვები“, - აღნიშნა გვენეტაძემ. მისივე თქმით,...

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 9.0 პროცენტზე ტოვებს
access_time2020-01-29 12:05:55
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 29 იანვრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის დასაწყისში გამოვლენილ ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენდა. საპასუხოდ, გასული წლის სექტემბრიდან ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის...

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის იმპორტი ხორციელდება

ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ხორცის იმპორტი ხორციელდება
access_time2020-01-29 12:30:33
საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „კომერსანტი“ დაინტერესდა ძირითადად რა სახის საქონლის იმპორტი ხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში. „საქსტატის“ მიერ...

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველომ ჩინეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა დროებით შეწყვიტა
access_time2020-01-29 11:15:37
საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ, უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე – 2020 წლის 29...

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ

2 თვე 520-ე დადგენილების ამოქმედებიდან - დეპუტატები ჯანდაცვის მინისტრს კომიტეტის სხდომაზე იბარებენ
access_time2020-01-29 10:00:53
2 თვე გავიდა მას შემდეგ რაც 520-ე დადგენილება ძალაშია შევიდა. როგორც ჰოსპიტალური სექტორის წარმომადგენლები, ასევე პაციენტები ეკატერინე ტიაკარაძის მიერ გატარებული რეფორმის ეფექტს უკვე კარგად ხედავენ - კლინიკებში რიგი ოპერაციები ვერ ტარდება, სამედიცინო პერსონალს კი უმეტეს კლინიკებში ხელფასი შეუმცირდა.თეთრ ხალათიანები სამედიცნო სფეროში შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზებზე ფირქობენ და ამიტომ ისინი პაციენტების ნაცვლად ამჯერად დეპუტატებს...


მსგავსი სიახლეები

up