ნინო წილოსანი სერგი კაპანაძეს - „შემთხვევით ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ გაქვთ?“

ნინო წილოსანი სერგი კაპანაძეს - „შემთხვევით ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ გაქვთ?“

access_time2020-07-15 12:02:54

„შემთხვევით ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ გაქვთ?“ - ეს კითხვა უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა ევროპული საქართველოს წევრს სერგი კაპანაძეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დაუსვა, რაზეც პასუხად მიიღო - არა.

„თქვენ, როგორც აქამდე, ახლაც არაკეთილსინდისიერად იქცევით და მე მზად ვარ გავასაჯაროო ეს თემა“ - მიმართა წილოსანმა კაპანაძეს. დეპუტატი გულისხმობდა სერგი კაპანაძის ძმას, რომელიც „კავკასუს ონლაინის“ იურისტია.

წილოსანის თქმით, სერგი კაპანაძემ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ეთიკის კოდექსი არ დაურღვევია.

„სერგი კაპანაძის ძმა ამ შემთხვევაში წარმოადგენს მხარეს და დღეს სიტყვითაც გამოვიდა, ეს არის ფაქტი, ინტერესთა კონფლიქტი და ეთიკის კოდექსის დარღვევა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რამდენად მოტივირებულია ამ ადამიანის განცხადებები, ემოცია, რამდენად მიუკერძოებელია ის და რითაა განპირობებული მისი და მისი პარტიის წევრების განსაკუთრებული აქტიურობა ამ კომიტეტის მსვლელობისას მაშინ, როდესაც ისინი ამ კომიტეტის წევრებიც კი არ არიან“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.


მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი ოჯახის წევრის, ან ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს.

„ოპოზიციონერი კოლეგის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო განცხადება და წავიკითხო ქცევის კოდექსიდან ამონარიდი. საქართველოს პარლამენტის წევრმა პარლამენტის წევრის სტატუსი თავისი ოჯახის წევრის, ან ნათესავის ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენოს. კოდექსის მიზნებისთვის ოჯახის წევრის და ახლო ნათესავების განმარტება შეგიძლიათ ნახოთ საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონში,  ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი ვალდებულია შესაბამისი საკითხის განხილვის დასრულებამდე და ეს პირველი დღე არ არის, როდესაც ამ საკითხს ვიხილავთ, თავისი, ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ინტერესის თაობაზე წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურ საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც ამ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განათავსებს“ - განაცხადა ნინო წილოსანმა.

მისი თქმით, ეთიკის კოდექსში ეს ჩანაწერი გამომდინარეობს იქიდან, რომ საზოგადოება და ნებისმიერი დამსწრე ადამიანი საქმის კურსში იყოს პარლამენტის წევრის ინტერესების, მისი ემოციის და გამოთქმული მოსაზრებების დამოკიდებულებების შესახებ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up