ნინო წილოსანი - ოპოზიციის ამნისტიის პროექტში საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დახლეჩვის და დაყოფის მოტივია ჩადებული

ნინო წილოსანი - ოპოზიციის ამნისტიის პროექტში საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დახლეჩვის და დაყოფის მოტივია ჩადებული

access_time2021-05-06 15:50:00

ოპოზიციის მიერ წარდგენილ პროექტში საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დახლეჩვის და დაყოფის მოტივია ჩადებული. მათი შემოთავაზებით ამნისტია უნდა გავრცელდეს ოპოზიციურ წარმომადგენლებზე, ვინც დანაშაული ჩაიდინა და არ უნდა ეხებოდეს პოლიციელებს, როგორც დაზარალებულებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.


ამასთან, როგორც მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებითა აღნიშნა, საზოგადოება მელიას კეკლუცობით დაიღალა და ამნისტიის პროექტი, რომელიც პარლამენტში დამტკიცდება, ნებისმიერი ადამიანისთვის პოლიტიკურ სპეკულაციებისგან თავის დაღწევის საშუალება იქნება.


,,ამნისტიის პროექტი ვერ გახდება ინტერპრეტაციების საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ შეთანხმების დოკუმენტში ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი ამნისტიის მოტივაციაც და ის ფაქტორებიც, რასაც უნდა დაეყრდნოს. ამნისტია უნდა დაემყაროს იმას, რომ საზოგადოებაში და პოლიტიკურ პარტიებს შორის დასრულდეს პოლარიზაცია და 20 ივნისის ფაქტთან გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციები. მეორეს მხრივ, შეთანხმების დოკუმენტში წერია, რომ ამნისტია უნდა ეხებოდეს ყველა დანაშაულს და ბრალდებულს, რომელიც 19-20 ივნისის დღეებში მონაწილეობდა. ჩვენ მიერ წარდგენილი ამნისტიის პროექტი სრულად ითვალისწინებს ამ პრინციპებს და არასწორად არის სპეკულაცია გაკეთებული თანხმობის აუცილებლობაზე. ოპოზიციის მიერ წარდგენილ პროექტში საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დახლეჩვის და დაყოფის მოტივია ჩადებული. ამნისტია მათი შემოთავაზებით უნდა გავრცელდეს ოპოზიციურ წარმომადგენლებზე, ვინც დანაშაული ჩაიდინა და არ უნდა ეხებოდეს პოლიციელებს, როგორც დაზარალებულებს. ამიტომ, სრულად არ ვეთანხმებით მათ მოსაზრებას და მზად ვართ, რომ დისკუსიაში შევიდეთ.



ნიკა მელიას და მის თანაგუნდელებს რა თქმა უნდა სურთ, რომ მისი აქტუალურობა მუდმივად იყოს უზრუნველყოფილი. ამიტომ, ის ყოველდღიურ რეჟიმში ახალ-ახალ ვერსიებს იგონებს ამნისტიასთან, გირაოსთან დაკავშირებით და ა.შ. ვფიქრობ, საზოგადოებაც დაიღალა მისი კეკლუცობით და საბოლოო ჯამში, ამნისტიის პროექტი, რომელიც გავა პარლამენტში იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის შესაძლებლობა, რომ ერთხელ და საბოლოოდ დააღწიოს თავი პოლიტიკურ სპეკულაციებს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.


IPN.GE




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up