სახალხო დამცველი - დაინტერესებული ვარ, რომ დროულად შევიდეს მულტიფუნქციური ჯგუფი და შეისწავლოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სახალხო დამცველი - დაინტერესებული ვარ, რომ დროულად შევიდეს მულტიფუნქციური ჯგუფი და შეისწავლოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

access_time2021-10-15 16:40:00

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალს ადევნებს და დაინტერესებულია, რომ მიხეილ სააკაშვილთან დროულად შევიდეს ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი და შეისწავლოს მისი მდგომარეობა.

„ცოტა ხნის წინ მქონდა პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ამ საკითხზე საუბარი. მათ განაცხადეს, რომ განცხადება არასწორად იყო დაწერილი პირადი ექიმის მხრიდან, ამიტომ მე მათ ვთხოვე დაუკავშირდნენ და აუხსნან, რა პროცედურებია დასაცავი. ვიცი, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თანხმობა მულტიფუნქციური ექიმების ჯგუფის მუშაობაზე“, - აცხადებს ლომჯარია.

ომბუდსმენის თქმით, მას პირადად არ უნახავს სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადება, რის საფუძველზეც ის პატიმრობაში მყოფ სააკაშვილთან ციხეში შესვლას ითხოვდა.

„განცხადება არ მინახავს. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ არასწორად არის, ანუ მოთხოვნილია ერთთვიანი ულიმიტო შესვლა, რასაც არ ითვალისწინებს პროცედურები. ანუ თითოეულ შესვლაზე განცხადება ცალ-ცალკე უნდა დაიწეროს, ეს არის მიზეზი. ჩემი წარმომადგენლები პრეზიდენტის მდგომარეობას რეგულარულად ამოწმებენ, ვახორციელებთ ვიზიტებს. გუშინაც იყვნენ შესულები. რა თქმა უნდა, მე არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება შევიდე, გააჩნია, როგორ განვითარდება მოვლენები. თუმცა, მეც და ჩემი წარმომადგენლები აქტიურად ვართ ჩართული და მონიტორინგს ვუწებთ მის მდგომარეობას. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მე არ შემიძლია საჯაროდ ვისაუბრო, ამის უფლება არ მაქვს, თუმცა ვადევნებთ თვალს და ძალიან დაინტერესებული ვარ, რომ დროულად შევიდეს მულტიფუნქციური ჯგუფი და შეისწავლოს მისი მდგომარეობა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.


რაც შეეხება პატიმრობის პირობებს და მოპყრობას პატიმრის მიმართ, მისი თქმით, ამ თვალსაზრისით სახალხო დამცველს დარღვევები არ დაუფიქსირებია.


ipn.ge





დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up