შემსყიდველებსა და მიმწოდებლებს შორის სასამართლო დავები გახშირდა - შემსყიდველების 60-80% სასამართლოში მიდის

შემსყიდველებსა და მიმწოდებლებს შორის სასამართლო დავები გახშირდა - შემსყიდველების 60-80% სასამართლოში მიდის

access_time2019-02-12 15:30:13

„შემსყიდველებსა და მომწოდებლებს შორის სასამართლო დავები ძალიან გახშირდა. შემსყიდველების 60-80%, გარკვეული საკითხის მოწესრიგებისთვის, სასამართლოში მიდის. სერიოზული დარღვევა შეიძლება არ იყოს სახეზე, მაგრამ ამხელა პროცენტული მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ არ ხდება სწორი კომუნიკაცია სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის,“ - განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ქეთევან მამაცაშვილმა რადიო კომერსანტზე“, გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად“. გადაცემის წამყვანის კითხვებს უნივერსალური იურიდიული კომპანიის პარტნიორი, ადვოკატი თეონა კუპრეიშვილიც პასუხობდა.


„კარგი ადვოკატი და სამართლებრივი ჩართულობა მნიშვნელოვანია მაშინ, როცა შემსყიდველი აპელირებს სახელმწიფო შესყიდვების კანონზე. შემსყიდველს არ უნდა ეშინოდეს ცვლილებების განხორციელების, თუ მეორე მხარე კარგად იქნება სამართლებრივად მომზადებული, მას შემსყიდველი ვერაფერს ეტყვის. ის არ არღვევს კანონს, რადგან უკვე სამოქალაქო სამართალით ურთიერთობენ, აქ კი ნების ავტონომიის პრინციპი ამოქმედდება.


ხშირად, დავები იწყება ვადის გადაცდომის გამო - ხშირად სამუშაოს შესასრულებლად საკმაოდ მოკლე ვადებია დადგენილი, არაგონივრული და მეორე მხარე იძულებული ხდება, რომ დაარღვიოს.


შემსყიდველთა უმრავლესობა დაუძლეველ ძალას არ ითვალისწინებს, კერძო ავტონომიის პრინციპი სახელმწიფო შესყიდვებში არ მოქმედებს. როცა მიმწოდებელი კეთილსინდისიერია, ის პრევენციას აკეთებს, წინასწარ აფიქსირებს წერილობით ნებისმიერ ცვლილებასა და გარემოებას, შემსყიდველთან არის მუდმივ კომუნიკაციაში,“ - განაცხადა თეონა კუპრეიშვილმა.



ქეთევან მამაცაშვილმა ხელშეკრულების შესრულების გართულების პრობლემასა და ხელშეკრულების პირობებში სასამართლოს როლზე ისაუბრა.


„შემსყიდველებსა და მიმწოდებლებს შორის სასამართლო დავები ძალიან გამრავლდა.  შემსყიდველების 60-80%, გარკვეული საკითხის მოწესრიგებისთვის, სასამართლოში მიდის. სერიოზული დარღვევა შეიძლება არ იყოს სახეზე, მაგრამ ამხელა პროცენტული მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ არ ხდება სწორი კომუნიკაცია სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის. მათ ურჩევნიათ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით მისცენ ვადა მიმწოდებელს, ვიდრე საკუთარი გადაწყვეტილებით. ეშინიათ აუდიტის სამსახურის, ისინი ვერც აანალიზებენ, რომ სამოქალაქო ურთიერთობაში იმყოფებიან. სასამართლოს, 398-ე მუხლიდან გამომდინარე, აქვს შესაძლებლობა, მოახდინოს ხელშეკრულების ადაპტაცია. აუცილებელია, მოხდეს სწორი არგუმენტაციის წარმოდგენა მიმწოდებელი მხარის მიერ, ასევე დასაბუთებულად უნდა გააცნოს მან ფაქტობრივი გარემოებები, მოგეხენებათ, რომ შეჯიბრობითობის პრინციპი დავების დროს მნიშვნელოვანია.


იმის გამო, რომ შემსყიდველები არ ცვლიან ხელშეკრულების პირობებს და ამჯობინებენ, მიმართონ სასამართლოს, მომწოდებელს და ასევე შემსყიდველსაც ეხარჯება ბევრი რესურსი, საჭიროა დრო, კვალიფიციური მომსახურების მოძიება.


იმისთვის, რომ დადგინდეს შეცვლილი გარემოება, საჭიროა სხვადასხვა წინაპირობა, მათ შორის, გარემოება, რაც უნდა იყოს არსებითი ხასიათის, უნდა იწვევდეს შესრულების გართულებას და არა უმნიშვნელო გართულებას. სასამართლომ აუცილებელია მიიღოს დაბალანსებული გადაწყვეტილება.
398-ე მუხლის გამოყენების დროს შესაძლოა, 4 ვარიანტიდან სასამართლომ ერთ-ერთი აირჩიოს. მას შეუძლია მხარეებს დაავალოს, რომ მოლაპარაკება გააგრძელონ, მეორეა შეწყვიტონ ხელშეკრულების დრო და პირობები, მესამე როცა სასამართლო თავად ახდენს ხელშეკრულების ადაპტირებას და მეოთხე   როცა ტოვებს მხარეებს იმ ურთიერთობაში, რაშიც იმყოფებიან,“
- ამბობს ქეთევან მამაცაშვილი.



„კომერსანტი“





გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს

გია ხუხაშვილი: თიბისის მიმართ არა სისტემური სახელისუფლებლო შეტევაა, არამედ გარკვული ინტერეს ჯგუფი მოქმედებს
access_time2019-02-18 21:00:16
„ღირსება ეს არის მთავრი აქტივი, რაც ადამიანს გააჩნია. ვთვლი, რომ ორივე ღირსეულად გამოიყურებოდნენ,“ - ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დღეს გამართულ ბრიფინგს. ექპერტის თმით,  „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ, მიუხედავად იმისა, რომ თავშეკავებულები იყვნენ  მაინც  ღირსეული კომენტარი გააკეთეს. „ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ძალიან ღირსეული კომენტარები იყო...

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს

მამუკა ხაზარაძე: საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს
access_time2019-02-18 18:45:13
საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, ერთი წამითაც არ ამოვარდნილა მისი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი აქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. „ბევრი...

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ

ბადრი ჯაფარიძე: 17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თიბისი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა, ეს თუ შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ
access_time2019-02-18 18:00:01
„17 მილიონი დოლარი მსოფლიო ბანკში და თი ბი სი ბანკის კაპიტალში გადაირიცხა. თუ ეს შეიძლება ფულის გათეთრებად ჩაითვალოს, თქვენ თავად განსაზღვრეთ,“ - ამის შესახებ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძემ საგანგებოდ ჩანიშნულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, საქმე გასულ კვირას ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხება სადაც, სებ-ითიბისი ბანკისგან...

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია

აუდიტის სამსახური: „საქნახშირს“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7 ლარი არ გადაუხდია
access_time2019-02-18 16:30:51
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლების ადმინისტრირებაში არსებულ კონტროლის სუსტეზე მიუთითებს. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის სახით 2016-2017 წლებში შპს „საქნახშირს (ჯი აი ჯი ჯგუფს)“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 2.1 მლნ ლარი, თუმცა აღნიშნულ პერიოდში „საქნახშირის“ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილია, მხოლოდ 1.36 მლნ ლარი. შესაბამისად „საქნახშირს“ ბიუჯეტისთვის კუთვნილი 741.7...

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება

5 მარტს, შესაძლოა, ენგურჰესი გაჩერდეს, აფხაზეთს ჩაბნელება ემუქრება
access_time2019-02-18 17:00:26
უნდა უყიდოს თუ არა ოფიციალურმა თბილისმა სეპარატისტებს ელექტროენერგია რუსეთიდან 5 მარტისთვის, შესაძლოა, ენგურჰესმა მუშაობა შეაჩეროს წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნის გამო და ოკუპირებული აფხაზეთი უშუქოდ დარჩეს. ამიტომ თბილისი სოხუმის რეჟიმს მოუწოდებს, ან ელექტროენერგია დროებით რუსეთიდან შემოიტანოს, ან შეამციროს მოხმარება, რომელიც ბოლო წლებში 3-ჯერაა გაზრდილი და იმდენად უკონტროლოა, რომ აფხაზეთი, სადაც...


მსგავსი სიახლეები

up