ნინო გვენეტაძე - არავითარი ზეწოლა ჩემზე არ განხორციელებულა,რატომ არ არის ეს განცხადება სარწმუნო არ ვიცი,

ნინო გვენეტაძე - არავითარი ზეწოლა ჩემზე არ განხორციელებულა,რატომ არ არის ეს განცხადება სარწმუნო არ ვიცი,

access_time2019-05-10 16:38:49

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, თსუ-ს პრორექტორის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, მან რეაბილიტაცია დაასრულა და ახლა ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, რომ თსუ-ში, აკადემიური და საგანმანათლებლო საქმიანობა გააგრძელოს.


მე როდესაც გავაკეთე წერილობით განცხადება, მიზეზი ნათლად მივუთითე და ახლაც, პირველივე სიტყვაში ვახსენე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მოგეხსენებათ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციის განხორციელება ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვდა, რამაც რეალური ასახვა ჰპოვა ჩემს ჯანმრთელობაზე. ამდენად, მე დამჭირდა დრო სარეაბილიტაციოდ. განცხადება, რომელიც წერილობით გავაკეთე, დეტალურად შეიცავდა ამ ინფორმაციას. მე არ ვიცი, რატომ არ არის ეს განცხადება სარწმუნო. დღეს მაქვს უნარიც და ჯანმრთელობის მდგომარეობაც მიწყობს ხელს, რომ აკადემიური და საგანმანათლებლო საქმიანობა გავაგრძელო, - განაცხადა გვენეტაძემ.


კითხვაზე, იყო თუ არა მასზე ზეწოლა, როგორც წასვლასთან დაკავშირებით, ისე იმ რამდენიმე წლის განმავლობაში, ვიდრე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობდა, გვენეტაძემ განაცხადა:



არავითარი ზეწოლა ჩემზე არ განხორციელებულა. მე მყარი საკონსტიტუციო ვადით ვიყავი გამწესებული უზენაეს სასამართლოში,- აღნიშნა მან.


მისივე თქმით, გამჭვირვალე მართლმსაჯულების უზრუნველყოფისთვის, უზენაეს სასამრთლოში კონფლიქტური სიტუაციები ბევრჯერ იყო, თუმცა ეს ზეწოლა არ ყოფილა.


მე მოვისმინე ჩემი ყოფილი თანაგუნდელის მოსაზრებები ზეწოლასთან დაკავშირებით. აზრთა სხვადასხვაობა ხშირად იწვევდა კონფლიქტურ სიტუაციებს და ჩემმა თანაგუნდელმა სწრაფად დატოვა ის პოზიცია და საქმიანობა, რომელსაც ერთად ვახორციელებდით და ამის შემდეგ სასამართლო ხელისუფლებლება, მართლმსაჯულების ეტაპები წარმოშობდა კონფლიქტებსაც, შეუთანხმებლობასაც, მაგრამ ეს პროცესი იყო სამუშაო, რომლის მთავარი მიზანი იყო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამდენად მას თავისი შეხედულება და ეთიკური სტანდარტი აქვს. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მახსოვს ასეთი განცხადება რომ გავაკეთე, ეს იყო ერთ-ერთი ეტაპი, როდესაც გარკვეული რაოდენობა მოსამართლეების უვადოდ გამწესება ხდებოდა და ამ პროცესთან მიმართებით, ჩვენ გვქონდა ძალიან წინააღმდეგობრივი და დაძაბული პოზიცია, - განაცხადა გვენეტაძემ.


IPN





მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი

 მთავრობამ გამოგვირეცხა ტვინი, რომ უკეთ გაგვაკონტროლოს-ფადი ასლი
access_time2020-07-08 13:20:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი  განცხადებას ავრცელებს და ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს. „კომერსანტი“ მას უცვლელად გთავაზობთ:  „ღია წერილი ქართველ ხალხს ჩემო თანამემამულენო, მე გწერთ დამწუხრებული გულით; ამ წლის მარტიდან მოყოლებული ათასობით თქვენგანმა დაკარგა სამსახური, დახურა ბიზნესი, დაიხრჩო ვალებში და ოჯახის შენახვის საშუალება აღარ გაქვთ. ეს ყველაფერი ხდება ვირუსის გამო, რომელიც უარეს შემთხვევაში მოსახლეობის 0.05%ს კლავს და მათთვის...

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“ მარტში 65 000 ლარი შესწირა

შპს „ყვარლის ედემის“ ადმინისტრაციამ „ქართულ ოცნებას“  მარტში 65 000 ლარი შესწირა
access_time2020-07-08 13:01:37
შპს „ყვარლის ედემის“ მფლობელებმა და დირექტორმა 2020 წლის 20 და 23 მარტს „ქართულ ოცნებას” ჯამში 65,000 ლარი შესწირეს და რამდენიმე დღეში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან გამარტივებული შესყიდვის გზით 277,300 ლარიანი კონტრაქტი მიიღეს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული.  „სასტუმროს 2013-2019 წლებში 400,000 ლარის ღირებულების გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის კონტრაქტები აქვს გაფორმებული, თუმცა აქამდე...

საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, თუმცა, ეკონომიკური ვარდნა შეგვიმსუბუქდება

საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, თუმცა, ეკონომიკური ვარდნა შეგვიმსუბუქდება
access_time2020-07-08 12:00:10
„საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, რადგან ტურისტებიც დიდწილად შეიკავებენ თავს მოგზაურობისგან, თუმცა თუ ტურისტებს დავუშვებთ ეკონომიკური ვარდნა აუცილებლად შეგვიმსუბუქდება“,- ამის შესახებ კომერსანტს ბიზნესმენმა და ეკონომისტმა კონსტანტინე მოსიძემ განუცხადა.  მისი თქმით, დღეს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ საზღვრები გახსნას და ფრენები აღდგეს.   „საზღვრების ჩაკეტვის გამო ჩვენს მოსახლეობას...

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის
access_time2020-07-08 11:10:21
საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ქვეყნებია:გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. „ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...


მსგავსი სიახლეები

up