ნინო ენუქიძე - წიაღის სექტორის რეფორმა გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გააუმჯობესებას გულისხმობს

ნინო ენუქიძე - წიაღის სექტორის რეფორმა გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გააუმჯობესებას გულისხმობს

access_time2019-06-18 13:53:29

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებიან. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში ისინი სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის გამჭვირვალობის ინიციატივის (EITI) 2019 წლის გლობალური კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას, ასევე გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს. კონფერენცია საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარეობს და საფრანგეთის მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ორგანიზებით ტარდება.



„ჩვენ უკვე ვმუშაობთ რეფორმებზე, რომლის მიზანიც წიაღისეული რესურსების მართვის ეფექტიანობის გაზრდაა. გვსურს დავნერგოთ ინტეგრირებული ნებართვების გაცემის სისტემა, რომელიც სამთო-მოპოვებით სექტორში მომუშავე ბიზნესს საქმიანობას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ასევე ყურადღებას გავამახვილებთ ინვესტორებთან პროაქტიული ურთიერთობის პრინციპზე, რომლითაც ვგეგმავთ კომპლექსური საინვესტიციო შეთავაზებების მომზადების გზით პოტენციურ ინვესტორებთან თანამშრომლობას. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს ორმხრივი შეხვედრებიც, როგორც ჩვენს კოლეგებთან, ასევე რეფორმების პოტენციურ დონორებთან და პოტენციურ ინვესტორებთან, რადგან მიგვაჩნია, რომ მათთან პროაქტიული მუშაობა მნიშვნელოვანი გზაა წიაღის სექტორში გლობალური ინვესტორების მოსაზიდად, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძემ.




სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მაია ზავრაშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე წიაღის სექტორის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სექტორში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტის გაუმჯობესება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია EITI (Extractive Industries Transparency Initiative) პრინციპების უკეთ გაანალიზება, რომელიც წარმოადგენს ნავთობის, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის გამჭვირვალობის გლობალურ სტანდარტს, მისი უმთავრესი პრინციპები ასახავს ყველა დაინტერესებული მხარის საერთო მიზნებსა და ვალდებულებებს მოპოვებით მრეწველობაში.



მისივე თქმით, კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს ქვეყნების ლიდერებს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და სამთო-მოპოვებითი სექტორის წარმომადგენლებს, განიხილონ თანამედროვე ტენდენციები და საუკეთესო პრაქტიკა სასარგებლო წიაღისეულის მმართველობის სფეროში. ღონისძიების მიზანს წარმოადგენს დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაძლიერება და EITI პრინციპების შესაბამისად შემუშავებული იმ მიდგომების განხილვა, რომლებიც სექტორში კარგი მმართველობის დანერგვისა და პასუხისმგებლიანი ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფენ.









დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს

BOG-დან „ლიბერთიში“ - ბანკის გენერალური დირექტორი შესაძლოა ვასილ ხოდელი გახდეს
access_time2019-10-17 17:00:21
„კომერსანტის“ წყაროს ინფორმაციით, ვასილ ხოდელი, რომელიც მიმდინარე წლის აპრილამდე „საქართველოს ბანკში“ კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა, „ლიბერთი ბანკის“  ტოპ-მენეჯმენტში მიდის. საუბარია, გენერალური დირექტორის პოზიციაზე, რომელსაც ხოდელი,სავარაუდოდ,  ნოემბერში დაიკავებს. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ ლიბერთი ბანკს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ამ დრომდე...

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)

მოცეკვავე შადრევანი, სასტუმრო, სავაჭრო ცენტრი - როგორი იქნება York Town-ი, რომლის მოწყობაც ტაბახმელაში იგეგმება (+ფოტო)
access_time2019-10-17 16:00:19
ტაბახმელაში ახალი საცხოვრებელი უბნის მოწყობა იგეგმება.პროექტის York Town-ის აშენებას კომპანია YORK TOWERS DEVELOPMENS გეგმავს.პროექტის განხორციელება 100 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა დაგეგმილი. ტერიტორიაზე განთავსდება სასტუმრო, სავაჭრო ობიექტები, საცხოვრებელი ფართები, ასევე უდიდესი მოცეკვავე შადრევანი. ამასთან, დაგეგმილია 80 ათას კვადრატულ მეტრზე გამწვანებული ტერიტორიის მოწყობაც. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო დეველოპერია, რომელსაც ინვესტიციები...

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს

ღვინის ფესტივალის შემდეგ, გურჯაანი ყველისა და კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს
access_time2019-10-17 16:30:58
26 ოქტომბერს, ახტალის პარკში, ყველისა და კულინარიის ფესტივალი, წელს პირველად გაიმართება, რომელიც მიზნად ისახავს კულინარიის, როგორც დარგის განვითარებას რეგიონში და მის პოპულარიზაციას.ფესტივალის ფარგლებში, 6 ქართველი და უცხოელი ტოპ შეფი (გურამ ბაღდოშვილი, ლევან ჩხეიძე, თამთა კიკალიშვილი, ენცო ნერი, მიშა ბარსა და ა.შ) თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს, ჩაატარებენ მასტერკლასებს, რომლის პარალელურადაც მოეწყობა სხვადასხვა სახეობის ყველისა და კულინარიული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, მათ...


მსგავსი სიახლეები

up