ნინო ჯანგირაშვილი: სასწრაფოდ   ივანიშვილმა  თავისი არხების 55 მილიონ გადაიხადოს ბიუჯეტისთვის, თორემ ისეთ სკანდალს ავტეხ

ნინო ჯანგირაშვილი: სასწრაფოდ ივანიშვილმა თავისი არხების 55 მილიონ გადაიხადოს ბიუჯეტისთვის, თორემ ისეთ სკანდალს ავტეხ

access_time2019-08-14 17:50:39

ტვ “კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ტელევიზიების დავალიანებებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


ბოლო ბოლო ითქვა ოფიციალურად:


რუსთავი – 28 მილიონი


იმედი – 19 მილიონი



მაესტრო – 8 მილიონი


ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ მზად არის მოლაპარაკეები დაიწყოს ვალების რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით. ერთ წელზე მეტი ვადით რესტრუქტურიზაცია ჩემს მიერ აღქმული იქნება როგორც ვალების პატიება და უკვე მესამედ ამ დიდ უსამართლობას აღარ დავუშვებ. როგორც კი ერთ წელზე მეტ ვადიან რესტრუქტურიზაციას ახსენებთ, შევწყვეტ გადასახადების გადახდას და ვნახოთ ერთი როგორ გამეკარებით სიახლოვეს. გარდა ამისა, მოვითხოვ ბოლო 20 წლის მანძილზე რაც გადამიხდია ბიუჯეტში სახელმწიფომ დამიბრუნოს უკან, იმიტომ რომ ბოლო ოცი წელია ე.წ. ლიდერი ტელევიზიები ფაქტიურად გათავისუფლებულები არიან გადასახადებისგან – აგროვებენ ვალებს და მერე სახელმწიფო პატიობს. ეს მარტო უსამართლობა კი არა უკვე კრიმინალია – არხების ნაწილი მუდმივად გათავისუფლებული იყოს გადასახადებისგან და ჩემნაირ არხებს ტყავს აძრობდეს სახელმწიფო.


ივანიშვილს უნდოდა იმედი– მისია


უნდოდა მაესტრო– მისია


უნდოდა რუსთავი2– მისია


ხოდა გადაიხადოს სასწრაფოდ ბიუჯეტში თავისი არხების 55 მილიონი, თორემ ისეთ სკანდალს ავტეხ, წარმოდგენაც რომ გაგიჭირდებათ.






ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს

ლევან კობერიძე: მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს
access_time2019-11-17 10:00:29
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:"-მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგა ოს ექიმს, რომელიც ცხინვალის რეგიონში მუშაობს: მოგმართავთ თქვენ, როგორც ექიმი ექიმებს - ჩვენ გვაერთიანებს მინიმუმ ჰიპოკრატეს ფიცი , რომლითაც პაციენტის მკურნალობა არის უზენაესი დანიშნულება ექიმის და არ ცნობს არანაირ ბარიერებს ნებისმიერი სახის დაპირისპირების ან ომის პირობებშიც კი. უამრავი. ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებელი,...

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა
access_time2019-11-16 20:14:30
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია...

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“

„არავინ, არც ერთი სერიოზული ადამიანი აქ არ ჩადებს ფულს, მანამ სანამ ხელისუფლებაში გადამგდებები არიან“
access_time2019-11-16 15:00:31
„გირჩის“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს ავრცელებს. მისი აზრით, კანონპროექტის ჩაგდება, არამხოლოდ პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ ეკონომიკურ პრობლემებსაც გამოიწვევს, „კომერსანტი ჯაფარიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „რა არის გასაკეთებელი (ბლოკებად დავყოფ რომ ლოგიკა გასაგები იყოს):   ა) გვყავს ფაქტობრივად არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელმაც გადააგდო ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის...

ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს

 ლევან კობერიძე ჯანდაცვის მინისტრის 520-ე დადგენილების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს
access_time2019-11-16 14:10:08
დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ახალი ტარიფების საჯარო განხილვას ითხოვს, ის პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებს იბარებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი დადგენილების გამოცემის წინ, მოხმდარიყო შეხვედრა, ან ახლა მაინც მოხდეს შეხვედრა ჯანდაცვის კომიტეტში, სადაც მსჯელობის საშუალება მიეცემათ კლინიკის ხელმძღვანელებს, დადგენილი ტარიფები რამდენად არის მისაღები“,-ამბობს კობერიძე.

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება

მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება იგეგმება
access_time2019-11-16 13:27:55
მიწის რეფორმის ფარგლებში, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის გამარტივება...


მსგავსი სიახლეები

up