ნინო ჩიქოვანი - ეკონომიკური ზრდის ტემპის ზრდა პოზიტიური გზავნილია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის

ნინო ჩიქოვანი - ეკონომიკური ზრდის ტემპის ზრდა პოზიტიური გზავნილია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის

access_time2018-11-30 16:51:03


საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, 2018 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდამ 6,7 პროცენტით რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია, რომელთა შორის ერთ-ერთი ცენტრალურია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები საგადასახადო - საბაჟო კანონმდებლობის დახვეწისა და მათი უფრო მეტად ლიბერალიზაციის მიმართულებით.


ნინო ჩიქოვანის განცხადებით, ასევე აღსანიშნავია საანგარიშო პერიოდში შემოსავლების ზრდა ტურიზმის სექტორიდან, რომელმაც 14,1 პროცენტი შეადგინა; ასევე რეგისტრირებული საწარმოების ბრუნვის ზრდა 13,9 პროცენტით; საგარეო ვაჭრობის კუთხით გაუმჯობესება, კერძოდ, ექსპორტის ზრდა 15 პროცენტით.



სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები მიმართულია საგარეო ფაქტორებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის და რეზისტენტობის გაზრდისკენ, აქედან გამომდინარე, შესაბამისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ზრდაც უფრო იწვევს ხელს უწყობს ამ რეზისტენტობას და მდგრადობას.




„2018 წლის 10 თვის მაჩვენებლით, ეკონომიკური ზრდა 5.1 პროცენტით გაიზარდა, რაც კარგი მაჩვენებელია. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წლისათვის 5 პროცენტია, ეს არის პოზიტიური გზავნილი როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა არის სტაბილურად მზარდი. აღნიშნული ტრენდი ჩვენ ძალიან გვეხმარება საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში, რადგან მათ ინტერესშია თანამშრომლობა ისეთ ქვეყანასთან, რომლის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია სტაბილურობისა და მდგრადი განვითარებისკენ,“ - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა.



ნინო ჩიქოვანის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეკონომიკის ზრდა დივერსიფიცირებულია, ამასთან, სექტორებში, სადაც წინა თვეებში იყო ზრდის ნელი ტემპი ან ჩავარდნა, შესაძლებელი გახდა მეტი ინვესტიციის მოზიდვა და ამით ეკონომიკური ზრდის ტემპზე პოზიტიური გავლენის მოხდენა.




კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up