ნინო ბურჯანაძე: პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

ნინო ბურჯანაძე: პარასკევს ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში იქნება

access_time2019-12-10 20:00:51

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან ყველაზე გვიან, პარასკევს გათავისუფლდება. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.


ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, პარასკევს, 13 დეკემბერს გაიმართება.


„ყველაზე გვიან, პარასკევს, ბატონი ვაჟა იქნება სახლში, შეიძლება მანამდე გათავისუფლდეს, თუ არადა ყველაზე გვიან, პარასკევს ის იქნება სახლში. მე ვარ 100%-ით დარწმუნებული იმაში, რომ სასამართლო პროცესზე მას გაათავისუფლებენ. თუმცა მეც და ყველა ადამიანს გვერჩია, რომ დღეს ის უკვე სახლში ყოფილიყო”, - განაცხადა ბურჯანაძემ.



ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შვილთან, ანზორთან ერთად 3 დეკემბერს გაემგზავრა. 5 დეკემბერს ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს შეხვდა.


15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.


1tv.ge




პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ
access_time2020-01-24 17:00:32
დღეს, პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო დისკუსია თემაზე „ინოფინის საგარანტიო პროგრამა და მისი მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ,...

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“
access_time2020-01-24 18:30:53
„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“- პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ პოლიტიკურ და ელიტურ კორუფციაზე საუბრობს. ის აღნიშნავს,რომ არსებობენ „მსხვილი ჯგუფები“, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პროცესებს მართავენ. „ეს ის ჯგუფებია,რომლებმაც თავის დროზე არაერთი ფინანსთა მინისტრი და პრემიერ მინისტრიც კი...

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-24 21:30:35
„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა 1.მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ 2.„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად...

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად, საქართველოს ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად,  საქართველოს  ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“
access_time2020-01-24 18:00:33
„ევროპას მიზეზი უნდა, რომ უკრაინას და საქართველოს გზა  ჩაუკეტონ. ხელოვნურად იწვევენ პრობლემას.“-ასე გამოეხმაურა ევროკავშირის  მიერ  უკრაინიდან ფრინველის ხორცის იმპორტის დროებით შეზღუდვას  „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი.   უკრაინული მხარის ინფორმაციით, ევროკავშირის გადაწვეტილება ვინიცკის ოლქში ფრინველის გრიპისგან დახოცვის ფაქტს უკავშირდება, რომელიც 18 იანვარს დაფიქსირდა. შესაბამისად, ევროკავშირმა ფრინველის...

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი
access_time2020-01-24 16:30:13
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ პრობლემების გამოსასწორებლად,  რადგან მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ.“ - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მაიკლ ქაუგილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსს. ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ წერილში გამოხატური შეშფოთება  „დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის...


მსგავსი სიახლეები

up