ნინო ბურჯანაძე - ანაკლიის პორტი უნდა იყოს მხოლოდ ქართული და ეროვნული პროექტი

ნინო ბურჯანაძე - ანაკლიის პორტი უნდა იყოს მხოლოდ ქართული და ეროვნული პროექტი

access_time2019-03-07 16:43:16

„ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს არ აინტერესებს ამ ქვეყნის განვითარება. მათ ინტერესებს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები ეწირება. ამის მაგალითია ის აჟიოტაჟი, რაც ანაკლიის პორტთან მიმართებაში ხდება,“ - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

 

ბურჯანაძის თქმით, ივანიშვილი რუსეთთან ვაჭრობს იმისთვის, რომ თავად გადარჩეს. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ამის მაგალითად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის ბოლო დროს გაკეთებული განცხადება მოჰყავს.

 


„კარასინს შემთხვევით კი არ წამოცდა, რომ აბაშიძემ მასთან ივანიშვილის მესიჯებით ისაუბრა. კარასინმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის ბიძინა ივანიშვილი, რომ ის არაფორმალური მმართველია საქართველოში. თუ ანაკლიაზე ამდენი პრობლემა არსებოდა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის მშენებლობას რუსეთი უშლის ხელს, მაშინ ანაკლია უნდა გადააქციო ნამდვილ ქართულ პროექტად და ის უნდა იყოს მხოლოდ სავაჭრო ინტერესებისათვის გამოყენებული პორტი. თუ ხელისუფლება ხარ და თუ აზროვნებ სახელმწიფოებრივად, მაშინ პირდაპირ უნდა განაცხადო, რომ ანაკლია არ იქნება სამხედრო დანიშნულების პორტი და ვერც რუსები, ვერც ამერიკელები და ვერც თურქები ვერ გამოიყენებს მას სამხედრო ინტერესებისათვის. როდესაც ნატო-ს სამხედრო საზღვაო ძალების სარდალი აცხადებს, რომ ანაკლია ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პროექტია, ამას საქართველოს მხრიდან უნდა მოჰყვეს სხვა პასუხი: ანაკლია არის მხოლოდ ქართული ეროვნული პროექტი. რატომ არ აკეთებს ამას ჩვენი ხელისუფლება? პასუხი ძალიან მარტივია -ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს არც აფხაზეთის დაბრუნება და არც საქართველოს გაერთიანება. მას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ძალსუფლების გახანგრძლივება,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.





ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს

ევროპის უმსხვილესი ბანკი მოგების 65%-იან ვარდნას ვარაუდობს
access_time2020-08-04 18:15:55
HSBC (ჰონგ-კონგისა და შანხაის საბანკო კორპორაცია) სამუშაო ადგილების შემცირების დაჩქარებას გეგმავს. ბანკის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული უმოქმედო სესხების რაოდენობამ შესაძლოა $13 მილიარდს მიაღწიოს. HSBC-ს ხელმძღვანელის ნოელ ქუინის განცხადებით ეს „აჩქარებს“ ადრეული რესტრუქტურიზაციის გეგმას, რომელიც 35 000 სამუშაო ადგილს მოიცავდა. ქუინის თქმით, ბიზნესის გასაძლიერებლად, ბანკი ასევე „დამატებით აქტივობებს“ გამოიკვლევს. BBC-ის ინფორმაციით, ევროპის უმსხვილესი...

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...


მსგავსი სიახლეები

up