ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მოსკოვში შეხვედრებზე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი დააყენა

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მოსკოვში შეხვედრებზე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი დააყენა

access_time2019-12-07 18:57:53

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა.

ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვში გამართული შეხვედრებზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზეც ისაუბრა.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი, რომელიც ახლა საქართველოს საზოგადოებას აწუხებს, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი, ძალიან სერიოზულად იყო განხილული. მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ცხადია, საუბარს ვიწყებდი სწორედ ამ თემით და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა შეხვედრაზე ვხედავდი ძალიან სერიოზულ ადამიანურ თანადგომას ამ თემასთან დაკავშირებით, ასევე იმას, რომ რუსეთის პოლიტიკოსები ძალიან კარგად ხედავენ ამ საკითხის არა მარტო ადამიანურ, არამედ ძალიან დიდ პოლიტიკურ მნიშვნელობასაც. ყველა შეხვედრაზე ჩემი თხოვნა იყო, რომ რუსეთს მაქსიმალური ძალისხმევა განეხორციელებინა, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს ვაჟა გაფრინდაშვილი თავის სახლში, ოჯახთან. მივიღე დაპირება, რომ მაქსიმალურად სწრაფად ის იქნება სახლში, ვინაიდან რუსეთი შეეცდება, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს. ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ მქონდა კომუნიკაცია ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესთან. ის ამ პროცესს ძალიან გაგებით ეკიდებოდა. მე საჯაროდ სხვა დამატებით ინფორმაციას კონკრეტულ თარიღებთან და საათებთან დაკავშირებით არ ვაკეთებდი, რადგან ეს არ იქნებოდა სწორი საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა ძალიან გამიკვირდა, როდესაც ტროლებმა თუ „ქართული ოცნების“ გულშემატკივრებმა არასწორი, არაეთიკური განცხადებები აკეთეს, თითქოს ჩემი სახელით რაღაც საათებს ასახელებდნენ, როდის გათავისუფლდებოდა ვაჟა ექიმი. მე იმედი მაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს ძალიან მალე დაუბრუნდება“, – განაცხადა ნინო ბურაჯანაძემ.



1 არხი




ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“

„თუ ამერიკაში ნეგატიური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა საქართველოს ეკონომიკურ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, ეს ეფექტი მთელ სამყაროზე გადავა“
access_time2020-01-23 14:30:56
ოთხი ამერიკელი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, ჯერი კონოლი, ელიოტ ენგელი და მაიკლ მაკაული საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ. როგორც წერილშია აღნიშნული, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ დაპირებული დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და ამასთან დაკავშირებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლარიზაციის გამო. გარდა ამისა, მათი თქმით, ეკონომიკური ინდიკატორები საქართველოში პირდაპირი...

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების 300 მილიონამდე ვალი აქვს
access_time2020-01-23 15:30:50
როდის დაფარავს ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ვალს? აღნიშნულ კითხვაზე აქამდე მთავრობაში ამტკიცებდნენ, რომ 3-4 თვეში ამ ვალს ისინი გაისტუმრებდნენ, თუმცა ჯანდაცვის მინისტრი ამჯერად კონკრეტულ თარიღს ვეღარ ასახელებს. “ევროპული საქართველოს” წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის აზრით, სამედიცინო დაწესებულებების მიმართ 2019 წელს დაგროვილი დავალიანების დაფარვას სახელმწიფო ამ წლის განმავლობაში ვერ შეძლებს, რადგან ბიუჯეტი მიმდინარე საჭიროებებს უნდა...

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია

კიდევ ერთი გადავადებული პროექტი – მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ვადამ 2020 წლის ნაცვლად, 2024 წელს გადაიწია
access_time2020-01-23 13:26:50
ბუნებრივი გაზის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობა საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სწორედ, ენერგოუსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების დირექტივა (N 2004/67/EC) მიიღო საქართველომ ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების შედეგად, რაც ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. თავდაპირველად პროექტის დასრულების ვადა 2020 წლის 31 დეკემბერი იყო, თუმცა თარიღის გადაწევა საქართველოსა და ენერგოგაერთიანების სამდივნოს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელი გახდა და გაზსაცავის...


მსგავსი სიახლეები

up