ნინო ბერძული: მოსახლეობის მინიმუმ 80-85% უნდა იყოს აცრილი, იმისთვის რომ დავიწყოთ ენდემიურ ფაზაში გადასვლა, ამ მაჩვენებლისგან ძალიან შორს ვართ

ნინო ბერძული: მოსახლეობის მინიმუმ 80-85% უნდა იყოს აცრილი, იმისთვის რომ დავიწყოთ ენდემიურ ფაზაში გადასვლა, ამ მაჩვენებლისგან ძალიან შორს ვართ

access_time2022-01-14 23:30:00

გარკვეულ ეტაპზე ჩვენ გადავალთ პანდემიის ფაზიდან ენდემიურ ფაზაში. თუმცა ამ ეტაპზე არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს არის ის დრო, როდესაც შეგვიძლია დავახასიათოთ ეს ვირუსი როგორც ენდემიური, – ამის შესახებ ჯანმოს ევროპის რეგიონის ოფისის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა ნინო ბერძულმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.


„ფრთხილი ოპტიმიზმი გვაქვს იმის, რომ როდესაც ვაქცინაციის მაჩვენებელი აიწევს, ვაქცინით დაცვა და ბუნებრივი იმუნიტეტი შესაძლებლობას მოგვცემს გადავიდეთ ენდემიურ ფაზაში. მოსახლეობის მინიმუმ 80-85% უნდა იყოს აცრილი, იმისთვის რომ გარკვეული იმუნური ფენა შეიქმნას, იმისთვის რომ გაცილებით ნაკლები შემთხვევა გვქონდეს, უფრო ეფექტიანად ვმართოთ პანდემია და დავიწყოთ ენდემიურ ფაზაში გადასვლა. თუმცა, ამ მაჩვენებლისგან ძალიან შორს ვართ“, - განაცხადა ბერძულმა.


მისივე თქმით, პანდემია გლობალური მოვლენაა და ერთ ქვეყანაში მოსახლეობის თუნდაც 90%-ის ვაქცინაცია საკმარისი არ არის. მან ასევე აღნიშნა, რომ დასაცავია ბალანსი იმ სახელმწიფოებს შორის, სადაც მოსახლეობის 1%-იც კი არ არის აცრილი და მათ შორის, სადაც უკვე ბუსტერ-დოზები კეთდება.



რამდენიმე დღის წინ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპას კორონავირუსის ენდემურ დაავადებად განხილვის შესახებ დისკუსიის დაწყებისკენ მოუწოდა.


imedinews.ge




2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up