ივანიშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებზე ღირსეულ, დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი

ივანიშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებზე ღირსეულ, დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი

access_time2018-07-24 23:04:30

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებაში“ პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი, მათ შორის, საუბარია იყო თავად ბიძინა ივანიშვილზე, აგრეთვე სოზარ სუბარზე, ზურაბ აბაშიძეზე, დავით სერგეენკოზე, თეა წულუკიანზე.

 

როგორც პირველი არხის ეთერში  ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, მსჯელობა ჯერ არ არის დამთავრებული, თუმცა მისი პოზიციაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი, რაც ქვეყნაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯი იქნება.

 

„ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს, ვინც მართლაც შეძლებს პირველსავე ტურში გამარჯვებას. გულწრფელად გეტყვით, ჩემი პოზიციაა და „ქართული ოცნების“ წევრებსაც ამ პოზიციიდან ველაპარაკები, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი, ელემენტარული მიზეზის გამო, ქვეყნის სწრაფი, დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება, რომ ჩვენ ღირსეულ დამოუკიდებელ კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, თუ არ იქნება,  არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 


მისივე თქმით, ქვეყანაში როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია პოლიტიკური ისტებლიშმენტი.

 

„დღეს გამგებლიდან დაწყებული, პრემიერამდე მთელი ხელისუფლება ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“. პარლამენტში ჩვენ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ესეც ცოტა ველურად ჟღერს ევროპაში. ევროპას მოსწონს მრავალპარტიულობა. სამწუხაროდ, როგორც ეკონომიკაა ღარიბი, ისე ღარიბია ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი. ნურავის ექნება ილუზია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მართოს და ასე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. რა თქმა უნდა, ისევე როგორც ეკონომიკას, ამ პროცესსაც სჭირდება განვითარება და ხელშეწყობა. ამ ფონზე ქვეყნისთვის უფრო საინტერესო იქნებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელოს“,- განაცხადა ივანიშვილმა.

 

1TV





დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა

დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა
access_time2020-11-25 21:05:28
ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი გულისშეტევის შედეგად გარდაიცვალა. მარადონას, რომელმაც თავის ქვეყანას მსოფლიო თასის ტრიუმფამდე მიაღწია 1986 წელს, ნოემბრის დასაწყისში წარმატებით ჩაუტარდა ოპერაცია თავის ტვინში სისხლის შედედების გამო. თუმცა ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების გამო საავადმყოფოდან მისი გამოწერა ვერ მოხდა 

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

25 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-25 18:45:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 25 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3138 ლარი გახდა....

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-25 21:00:32
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“     საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების...

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა

სექტორები,რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს - PWC–ის კვლევა
access_time2020-11-25 17:00:38
მაის-ივლისში ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორები, რომლებმაც 50%-ზე მეტი შემოსავალი დაკარგეს, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესია (84%). აღნიშნული ტენდენცია  PwC–ის მიერ ინვესტორთა საბჭოსა და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა.   დოკუმენტის მიხედვით, შემოსავალი დაკარგა  სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებმა (59%) და სამშენებლო ბიზნესმა (36%).   საფინანსო და სადაზღვევო და გადამამუშავებელი მრეწველობის...

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა

ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა ვაქცინის წარმატების შემდეგ, საკუთარი აქციები გაყიდა
access_time2020-11-25 18:00:51
გასულ  კვირას, „მოდერნას“ გენერალურმა დირექტორმა სტეფან ბენსელმა ბიოტექნოლოგიური კომპანიის მის საკუთრებაში არსებული აქტივები გაყიდა, რითაც 30 მილიონი აშშ დოლარის მოგება მიიღო. ბენსელმა ეს გადაწყვეტილება „მოდერნას“ ვაქცინის წარმატებული ტესტირების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ მიიღო, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „მოდერნას“ ვაქცინა შესაძლოა აშშ-ს ბაზარზე Pfizer-ის ვაქცინასთან ერთად გამოჩნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. 18 ნოემბერს ბენსელმა 9...


მსგავსი სიახლეები

up