ბიძინა ივანიშვილი - რასაც ვაკეთებ, მთლიანად საზოგადოებასა და საქართველოში რჩება

ბიძინა ივანიშვილი - რასაც ვაკეთებ, მთლიანად საზოგადოებასა და საქართველოში რჩება

access_time2018-07-24 23:03:08

მოსახლეობამ 12 მილიონი ლარი მიიღო ნაკვეთებზე ხეების გატარების კომპენსაციად, რასაც ვაკეთებ, მთლიანად საზოგადოებასა და საქართველოში რჩება, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

 

„ხეების გადატანა ყველაზე დიდი ბრალდებაა ჩემ მიმართ და საზოგადოებასაც ყველაზე ახლოს შეიძლება მოეჩვენოს ლეგიტიმურობასთან, რომ ლეგიტიმურია ბრალდება – რა უბედურება სჭირს ამ კაცსო, როგორც აფორმებს ამას „რუსთავი 2“ და ოპოზიცია, გადათხარა მთელი აჭარა და სამეგრელოო. სულ 120 ხეზეა საუბარი და რაც დამრჩა კიდევ შემოსატანი, რამდენიმე, 140-ზე შეიძლება ავიდეს.

 

ყველაზე ხმაურიანი და ხანგრძლივი ალბათ ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ბრალდებები იყო, რომ რკინიგზა გადავკეტეთ, დენი გამოვურთეთ, საცობები კეთდება, გადაითხარა და დაინგრა, ეკოლოგია აღარ აღდგება, რომ გავანადგურე მწვანე ბუნება, ეკოლოგია და ასე შემდეგ. რეალურად, თუ გავაანალიზებთ, შემიძლია, ცალკე გადაცემა მივუძღვნა, შევხვდე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, თუ გნებავთ ოპოზიციასაც საჯაროდ. პლუსის მეტი, რასაც ვაკეთებ, არაფერი არაა. ერთადერთი მინუსია, რომ რაც კეთდება, დიდი ფული იხარჯება. ნაწილი მაინც რომ სახელმწიფოსი იყოს, ან მხოლოდ პირადსაც რომ ვხარჯავ, შეიძლება ვიღაცამ კითხვა დასვას, რომ ეს „ჩიტი ბრდღვნად არ ღირს“. ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი. ამ შემთხვევაში, შეიძლება ეს ვიხმაროთ და თუ არ ღირს და მაინც აკეთებს, ესე იგი რაღაც სიტყვა „ახირებასაც“ ვიხმარ, შეიძლება ლეგიტიმური იყოს, მაგრამ ამ ახირებაში რა იმალება – ეს ფული, რომელიც არ ღირს, რა თქმა უნდა, იმ პარკად, რასაც მე ვაკეთებ, ძალიან ძვირი ჯდება და მხოლოდ ბევრი პირადი ფული იხარჯება იმიტომ, რომ მთლიანად საზოგადოებაში და საქართველოში რჩება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ხეების გადატანისას რკინიგზის მუშაობა არ შეფერხებულა, როგორც მედია ხშირად აცხადებს. მისივე თქმით, ერთი პატარა მინუსი, რაც შეიძლება დასახელდეს, არის ის, რომ გარკვეულ დროს, რამდენჯერმე 5-10 წუთიანი, მაქსიმუმ 15-წუთიანი საცობი წარმოიქმნა.

 

„საქართველოს მოსახლეობამ 10 თუ 12 მილიონი ლარი მიიღო ხეების კომპენსაციად, რათა გაგვეტარებინა საკუთარ ნაკვეთზე. გაგაცინებთ ახლა – ისე მიეჩვია ხალხი, რომ ივანიშვილი მაინც გადაიხდის, ზღვიდან მოშორებით ნაკვეთის ღირებულება თუ არის ვთქვათ, კვადრატული მეტრი 10 დოლარი, მე გატარებაში ვიხდი ამ თანხას. ერთი საათით გადავივლი და ეს ნაკვეთი ისევ რჩება. ზოგჯერ მეტსაც ვიხდი. ისეთი მოთხოვნადია. ეს ფული მთლიანად მოსახლეობაში რჩება.

 

რკინიგზასაც ძალიან დიდი ფული აქვს იმაში მიღებული, რომ ჩახსნას და გადაკეტოს, რათა ამ მანქანამ გარკვეულ დროს გადაიაროს, მაგრამ არასდროს ყოფილა შემთხვევა, არც ერთი წუთით, რომ მატარებლის მოძრაობა შეფერხებულიყო, რასაც ძალიან ხშირად ცრუობს „რუსთავი 2“. გარდა ამისა, ძალიან დიდი სამი ბორანი შემოვიდა საქართველოში, რომელიც დარჩება და შეიძლება ქვეყნის ეკონომიკაში გარკვეული როლი ითამაშოს. ასევე, სპეციალური მანქანა, რომელიც მილიონ 200 ათასი ღირს, საქართველოში დარჩება. შეიძლება, ასეთი მძიმე ტვირთები გადაიტანოს. ამ პროცესიდან მთლიანად ბიუჯეტში მგონი 14 მილიონი ლარი შევიდა.


 

ვერ დამისახელებთ ვერც ერთ მინუსს. ერთი პატარა მინუსი, რაც შეიძლება დავასახელოთ არის ის, რომ გარკვეულ დროს, რამდენჯერმე 5-10 წუთიანი, მაქსიმუმ 15-წუთიანი საცობი წარმოიქმნა. დღესაც მძღოლებს ბოდიშს მოვუხდი ამ უხერხულობისთვის. ამაზე მეტი არაფერი გაფუჭებულა, არ გაჩეხილა, არაფერი გადაშენებულა, მით უმეტეს, ეკოლოგიას არაფერი შეხებია. მე რომ ეკოლოგიაზე მსაყვედურობს ხალხი, რომელსაც ერთი ხე არ დაურგავს, მარტო ჩოლოქზე გავიდნენ. ყველაზე ცუდი ადგილი აჭარა-გურიის საზღვარზე რაც იყო, დაჭაობებული და ძველი ტიპის კანალიზაციის ბუნკერები იდგა, ბეტონის, ციცინათელას ადგილზე და იმის საპირისპირო მხარეს ათასობით ევკალიპტი იყო, ყველაზე ცუდ ადგილზე ყველაზე საინტერესო პარკი გაკეთდა, რომელზეც არავინ საუბრობს“, – ანიშნა ივანიშვილმა.

 

მისივე თქმით, ხეების გადარგვის თემას პოზიტივის მეტი არაფერი ახლდა.

 

„პარკიც იქნება ძალიან საინტერესო და ვთქვი თავის დროზე, რომ ეს პარკი საზოგადოებრივი იქნება. ოპოზიცია ამაზე საერთოდ არ აკეთებს მინიშნებას, საკუთარ სახლში და საკუთარ ეზოში მიაქვს. საკუთარი იყო ჩემი მიწები, როდესაც ციცინათელას ვაშენებდი, ის მიწები მე შევისყიდე ზოგი მოსახლეობისგან, ზოგი სახელმწიფოსგან, შევისყიდე, ავაშენე ციცინათელა და სახელმწიფოს თავის მიწებიანად ვაჩუქე.

 

ასევე, იყო თუ გნებავთ დიდველზე, ბაკურიანში რომ  შევისყიდე მიწები და სახელმწიფოს დავუბრუნე თავისი აშენებული საბაგიროდ, ასევე მოხდა საკონცერტოზეც და კიდევ არის შემთხვევები, რომ ვყიდულობ მიწებს, რაღაცას ვაკეთებ და თავის მიწებიანად სახელმწიფოს ვჩუქნი.

 

დღესაც ამ პარკზე რომ გადაიჭრეს ვენები, საკუთარ სახლში და საკუთარ ეზოში მიაქვსო, მეც ვთქვი და ჩემმა თანაგუნდელებმაც, ვინც ამაში მონაწილეობს, მხედველობაში მაქვს „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლები, რომ ეს იქნება საზოგადოებრივი. იციან, მაგრამ აბა ამას ვინ ამბობს? საკუთარ სახლში მიათრევსო და უხეშ სიტყვებს ხმარობენ. ძალიან საინტერესო პარკი შენდება საქართველოში. ერთადერთი მინუსი რაც აქვს, ეს პარკი იმ ფულად ალბათ არ ღირდა, მაგრამ ეს ფული ისევ საქართველოში დარჩა ტექნიკის სახით, ან პირდაპირ გადასახადების სახით.

 

5 მილიონზე მეტი გზების მშენებლობაში ჩავდე. გზები, რომელიც დარჩება და არა ის, რასაც მაბრალებდნენ – სახელმწიფო ბიუჯეტი ჩემს პირადზე დავხარჯო, მაგას როგორ ვიკადრებ, მაგრამ ოპოზიციას სიცრუის მეტი არაფერი აქვს. პირიქით პროცესინგი ხდებოდა, რომ ჩემი კერძო ფულით, მინიმუმ 5 მილიონი ლარით გაკეთებული გზები დარჩება და მოიხმარს მოსახლეობა. ძალიან ბევრი შემთხვევებია ასეთი. თვითონ პროცესი იყო საინტერესო.

 

ამ პროცესს ყველაზე მეტი პლუსი რაც ჰქონდა – თვითონ პროცესი იყო საინტერესო. ის, რომ ჩვენ დემოკრატიას ვეტრფით და დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებაში გვინდა, რომ გარდატეხა შევიტანოთ, ამ ფონზე და წინა ხელისუფლების ფონზე როგორ ექცეოდნენ საკუთარ მოსახლეობას. აბა ნახეთ, როგორ მიმდინარეობდა პროცესი ორი წლის განმავლობაში. როგორი ვაჭრობა მიდიოდა თითოეულთან ჩემი იურისტების, ვერც ერთ პროცესს ვერ ნახავთ, რომ ვინმეს სურვილის საწინააღმდეგოდ მე რამე სხვა ბერკეტი გამომეყენებინა, თუმცა ძალიან ხშირად, უკაცრავად და ისეთ სისულელეებს ითხოვდნენ. რომ ღირდა 10 დოლარი, ითხოვდნენ 1000-ს. 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, 10-ჯერ მეტს ვიხდიდი, მაგრამ იქ ვამუხრუჭებდი.

 

პროცესში მთავარი ის იყო, რომ კაცს, რომელსაც მომაწერენ გაცილებით იმაზე მეტ ძალაუფლებას რაც მაქვს, არსად არ მიკადრებია, რომ ვინმეს უფლება შემელახა. ეს ჩემთვის არის ძალიან ძვირფასი. საზოგადოებამ კარგად გაიგო, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ყვირის, ამ კაცს ყველაფერი შეუძლია და საოცრებებს მოახდენს, ვერსად ვერ ნახა, რომ ოდნავ მაინც ადამიანის საკუთრების უფლებას შევეხე და ან რაღაც დავარღვიე. პირიქით პროცესები იყო სულ და ოპოზიციის მხრიდან ძალადობა, ისევ მათგან ნახეთ, კანონებს არღვევდნენ, კეტავდნენ სადაც არ უნდა დაეკეტათ, წვებოდნენ სადაც არ უნდა დაწოლილიყვნენ. ყველაზე კარგი რაც მოხდა ამ ორი წლის განმავლობაში, ძალაუფლების მქონე კაცმა, მართლა მაქვს გარკვეული ძალაუფლება, მაგრამ არა ისეთი, როგორც ოპოზიცია ხატავს, ყველგან ვემორჩილებოდი კანონს და ვემორჩილებოდი განუხრელად. უაღრესად პატივს ვცემდი კერძო საკუთრებას და ადამიანის უფლებებს. ეს კარგია. ამის მერე, ღმერთმა ნუ ქნას რომ რამე კიდევ შემობრუნდეს, მოსახლეობაში უკვე გაჩნდა განცდა, რომ ეს მისია და მისი გადასაწყვეტია, ივანიშვილია თუ პეტრიაშვილი, თუ კიდევ ვიღაც უბედურებაა, ვერაფერსაც ვერ უზამს და ვერაფერს დააკლებს. ვიღაცებს არ მოუნდათ, აბსოლუტურად გაუგებრად, არ მოუნდათ, არ მინდა და კარგად იყავი. ბოდიში მოგვიხდია და წამოვსულვართ. ეს პროცესი იყო ძალიან საინტერესო. როგორ ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონს, ფული გაქვს ჭარბი თუ თანამდებობა გაქვს, კეთილი ინებე და ყველას ანგარიში გაუწიე. ეს პროცესი იყო ყველაზე კარგი საჩვენებლად. დაასახელონ ერთი მომენტი მაინც, რომ ვინმე განაწყენებულია იმიტომ, რომ დაჩაგრეს, ვერც ერთ მომენტს ვერ ნახავენ ასეთს. წარმოიდგინეთ, ეგ გაეკეთებინა სააკაშვილს. ხომ კბილებით მიატანინებდა იმ ხეებს ყველას თავისი ზურგით. ხომ წარმოიდგინეთ, რა არის სხვაობა. ეს არის ამ პროცესში კარგი. ალბათ, ყველაზე საამაყო და ყველაზე კარგიც ამ ხეების პროცესშიც ესაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

1TV





საათობრივი შეზღუდვა შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის - რითეილ გრუპ ჯორჯია

საათობრივი შეზღუდვა შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეპიდემიოლოგიურ რისკებს ზრდის - რითეილ გრუპ ჯორჯია
access_time2021-05-13 13:27:21
„საბედნიეროდ, ჩვენი საქმიანობა ნებადართულია. უბრალოდ, ეს შეზღუდვები დიდხანს გაგრძელდა და ძალიან რთულია მუშაობა“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.   მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, ამიტომ, მობილობის შესამცირებლად და ამასთან, ეკონომიკური სარგებლისთვის, საუკეთესო გამოსავალი კომენდანტის საათის გადაწევა იქნებოდა. მისი თქმით, მცირე სამუშაო დროის პირობებში, როგორც...

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით აპრილში ექსპორტი 70%-ით გაიზარდა
access_time2021-05-13 12:46:00
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, აპრილში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 378.3 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, წლიურ ჭრილში ზრდა 70% ანუ 156 მლნ დოლარია. რაც გასაკვირი არ არის, რადგანაც 2020 წლის ამავე პერიოდში ქვეყანა „ლოქდაუნის“ რეჟიმში იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზრდაა 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებითაც.2019 წელს ექსპორტზე 311 მლნ დოლარის პროდუქცია იყო გასული, 2021 წლის ამავე თვესთან შედარებით 22%-ით, ანუ 67 მლნ დოლარით ნაკლები.რაც შეეხება 4...

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
access_time2021-05-13 11:55:32
შვეიცარულმა ფონდმა კრისტალს 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის  ინოვაციური ფინანსური სერვისების შეთავაზებას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მომხმარებლების მიერ პოსტპანდემიური გამოწვევების დაძლევას.   კრისტალსა და responsAbility Investments AG-შ შორის პარტნიორობას ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი.  მას შემდეგ კი არაერთი წარმატებული...

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“

„თუ მოსახლეობას შემოსავალი არ ექნება გაძვირებული ბინები მალევე ფასის პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდება“
access_time2021-05-13 12:00:08
„ბინაზე ფასის ზრდა შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ თუ შემოსავალი არ იქნება და შემოსავლისუნარიანობა არ ამაღლდება მოსახლეობაში, ვინ იყიდის ამ გაძვირებულ ბინას?  ბევრი ვიცი, რომელსაც უნდა ბინის შეძენა, მაგრამ ფინანსრურად ვერ სწვდება. უნდა გაიზარდოს მოსახლეობის რაოდენობა ვინც შეძლებს ამ ბინების ყიდვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამაოვა ისევ იმ ფასის ნიშნულზე, რაც აქამდე იყო,“ - "კომერსანტი"  უძრავი ქონების სააგენტოს kibe.ge- ს  დირექტორს ნელი გოგუაძეს უძრავი...

სილქფესტის აქციის ფარგლებში აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!

სილქფესტის აქციის ფარგლებში  აბონენტები ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტებს  შეუზღუდავად გაიაქტიურებენ!
access_time2021-05-13 09:55:53
მხოლოდ 13 მაისს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლები ოთხ სააქციო პაკეტის გააქტიურებას შეძლებენ 30 დღით.   კომბინაციით *202# მომხმარებელი  ჩაირთავს:   2 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 3 ლარად   300 ლოკალური წუთი - 5 ლარად   8 GB უსწრაფეს ინტერნეტს  - 8 ლარად   3 GB + 500 ლოკალური წუთი - 10 ლარად   პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად - ერთად და...


მსგავსი სიახლეები

up