ჩინეთის ერთმა პორტმა ყველა ქართული პორტის ტვირთბრუნვას 6700%-ით გადააჭარბა

ჩინეთის ერთმა პორტმა ყველა ქართული პორტის ტვირთბრუნვას 6700%-ით გადააჭარბა

access_time2021-02-10 20:30:01

კორონა-კრიზისი მსოფლიოს უმსხვილეს პორტებს პრაქტიკულად არ შეხებიათ. მათი ტვირთბრუნვა პირიქით გაიზარდა. ჩინეთში მდებარე ნინგო-ზოუშენის პორტი გასულ წელს 4.7%-ით მეტ 1.17 მლრდ ტონა ტვირთს მოემსახურა.



1.17 მლრდ ტონა ჩინეთის მასშტაბებისთვისაც კი ძალიან დიდია. შედარებისთვის ანაკლიის პორტი, ბოლო მე-9 ფაზაზე 100 მლნ ტონას უნდა მომსახურებოდა. 2019 წელს ქართული პორტების ჯამურმა ტვირთბრუნვამ 17.2 მლნ ტონა, ანუ ერთ ჩინურ პორტთან შედარებით 68-ჯერ ნაკლები შეადგინა. მსოფლიო პორტებისგან განსხვავებით 2020 წელს ქართულ პორტებში ტვირთბრუნბვა 2%-ით შემცირდა.



ნინგო-ზოუშენი მართალია ტონაჟით პირველია, მაგრამ არა მიღებული კონტეინერებით. ამ მხრივ შანხაის პორტი ლიდერობს, რომელმაც 2020 წელს 43.5 მლნ კონტეინერი გადაამუშავა. 0.2 მლნ-ით მეტი ვიდრე 2019 წელს, მაშინ როცა ნინგო-ზოუშენი მხოლოდ 28.7 მლნ კონტეინერს მოემსახურა. ამავე დროს შანხაის პორტის დატვირთა ტონაჟის მიხედვით ნინგო-ზოუშენთან შედარებით ნახევარზე ნაკლები იყო და 544 მლნ ტონა შეადგინა. გასული წლის 11 თვეში ქართულმა პორტებმა მხოლოდ 454 ათასი კონტეინერის მომსახურება შეძლეს, 23%-ით ნაკლების ვიდრე 2019 წლის იანვარ-ნოემბერში.




საკონტეინერო გადაზიდვების მიხედვით 10 უდიდესი პორტიდან 7 ჩინურია და არც ერთი ევროპული ან ამერიკული. დარჩენილ სამ ადგილს სინგაპურის, კორეისა და საამიროების პორტები ინაწილებენ.



სიტუაცია დაახლოებით იგივენაირია ტონაჟის მიხედვითაც სადაც 10-დან 7 პორტი ასევე ჩინურია, დარჩენილი სამიდან კი ერთი ისევ სინგაპურის პორტი, ერთი ავსტრალიის და ერთიც მეათე ადგილზე მყოფი როტერდამის პორტი. 



უმსხვილესი პორტებისგან განსხვავებთ კოვიდრეგულაციების მიზეზით 2020 წელს მსოფლიო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 60%-ით 4.543 მლრდ-დან 1.795 მლრდ-მდე შემცირდა, საქართველოს აეროპორტებში კი 84%-ით 5.2 მლნ-დან 833 ათასამდე.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
პორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up