ნიკოს კოციასი რუსეთის შესახებ: დრო, როდესაც თვალის დახუჭვა დიპლომატიად ითვლებოდა, დასრულდა

ნიკოს კოციასი რუსეთის შესახებ: დრო, როდესაც თვალის დახუჭვა დიპლომატიად ითვლებოდა, დასრულდა

access_time2018-07-23 19:30:00

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრიდ, ნიკოს კოციასიდ განცხადებით, რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ სხვა ქვეყნების ეროვნული ინტერესების უპატივცემულობა მხოლოდ იმიტომ, რომ ის თავს უფრო ძლიერად გრძნობს, არ შეუძლია.

მიმდინარე თვის დასაწყისში ოფიციალურმა ათენმა ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა, კიდევ ორს კი საბერძნეთში დაბრუნების უფლება არ მისცა. მიზეზად მათი მხრიდან საბერძნეთსა და მაკედონიას შორის ამ უკანასკნელის სახელთან დაკავშირებული დავის გადასაჭრელად მიღწეული შეთანხმების ჩაშლის მცდელობა დასახელდა.

საპასუხოდ ოფიციალურმა მოსკოვმა სექტემბერში საბერძნეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საბერძნეთი პროვოკაციაში დაადანაშაულა და საპასუხო ქმედებებით დაიმუქრა.

კოციასის თქმით ქვეყნის ეროვნული ინტერესები პირველ ადგილს იკავებს:

"საბერძნეთმა გადაწყვიტა, რომ მესიჯი გაუგზავნოს აღმოსავლეთს და დასავლეთს, ყველა მის მეგობარს და სხვებაც, რომ განურჩევლად იმისა, თუ ვინ უარყოფს ჩვენს სუვერენიტეტს და პატივიცემას ჩვენდამი, ჩვენ ზომებს მივიღებთ. დრო, როდესაც თვალის დახუჭვა დიპლომატიად ითვლებოდა, დასრულდა."


საბერძნეთმა და მაკედონიამ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის სახელთან დაკავშირებული დავის გადასაჭრელად შეთანხმებას გასულ თვეს მიაღწიეს. მაკედონიას Severna Makedonija (ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა) ეწოდება. დავის გადაჭრის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკამ NATO-ში გაწევრიანების მიწვევა მიიღო.

გასულ კვირას მაკედონიის პრემიერმინისტრმა, ზორან ზაევმა ბერძნულ-რუსული წარმოშობის ბიზნესმენი შეთანხმების მოწინააღმდეგეების და ულტრა-ნაციონალისტების დაფინანსებაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი წევრისაგან განსხვავებით, საბერძნეთმა სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე უარი თქვა. ოფიციალური ათენი ევროკავშირის მიერ მოსკოვისათვის დაწესებული სანქციების შერბილების მომხრეც იყო.





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს

„ლიდერფუდის“ უსაფრთხოების უფროსი მერაბ ბაღათურია ადვოკატ ავთანდილ თეთრაშვილს პასუხობს
access_time2020-08-07 13:00:18
„ლიდერფუდის“ გარშემო მიმდინარე დავის კონტექსტში ირაკლი დუმბაძის ადვოკატის ავთანდილ თეთრაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გაიჟღერა კომპანიის უსაფრთხოების უფროსის მერაბ ბაღათურიას სახელმა. კერძოდ, თეთრაშვილი წერს, რომ დავით ზეიკიძე და არჩილ კბილაშვილი მერაბ ბაღათურიას სასამართლოში სხდომის მიმდინარეობის დღესვე დაკითხვის კატეგორიული წინააღმდეგები იყვნენ და ეს უარი კი იმით აიხსნება, რომ ბაღათურია იმავე დღეს არ იყო მზად სარჩელის მიუღებლობის ვერსიის დასადასტურებლად და მის მოსამზადებლად ზეიკიძეს...

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ

როგორი იყო ქართული ტურიზმი 61 წლის წინ
access_time2020-08-07 19:15:27
61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა. 20-წუთიან ფილმში...

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის

სვანეთში „გრაპა მესტია“ მაღალი კლასის სასტუმროს 2023 წელს გახსნის
access_time2020-08-07 18:10:39
სვანეთში მაღალი კლასის ბრენდული სასტუმრო 2023 წელს გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა მესტიას“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სასტუმრო 4 ვარსკვლავიანი იქნება. კითხვაზე, იგეგმება თუ არა პროექტში საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა, გურგენიძე ამაზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საკითხები მას შემდეგ გადაწყდება, რაც პროექტის განხორციელება დაიწყება. თუმცა, დიდი ალბათობით სასტუმროს ოპერირებას ქართული...

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოში დაბრუნებულ ქართველ ბიზნესვიზიტორებს კარანტინის გავლა მოუწევთ
access_time2020-08-07 17:00:56
რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესვიზიტორების პლატფორმაზე საუბრობდა, მისი განცხადებით პლატფორმა წარმატებით მუშაობს და უკვე 2700-მდე ვიზიტორია დარეგისტრირებული, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსულ ბიზნესვიზიტორებს სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ და გარკვეული პერიოდულობით PCR ტესტს ჩაიტარებენ. „წარმატებით ამოქმედდა ბიზნესვიზიტორების პლატფორმა, ერთი თვე გაიტესტა და სრულფასოვნად ამოქმედდა. გვაქვს შთამბეჭდავი ...


მსგავსი სიახლეები

up