ნიკორა მიესალმება StopCOV ფონდის შექმნას და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 100 000 ლარს რიცხავს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიაში აცხადებენ, რომ ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან „ნიკორაში“ ათვიცნობიერებენ იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე აკისრიათ:
„მაქსიმალურ ზომებს ვიღებთ, რათა ღირსეულად შევასრულოთ ჩვენი ფუნქცია/მოვალეობა, უზრუნველვყოთ წარმოებისა და სავაჭრო ქსელის გამართული მუშაობა, მიწოდების უწყვეტი ჯაჭვი, რათა ჩვენს მოსახლეობას არ შეექმნას პროდუქციის მომარაგების მხრივ დისკომფორტი. ჩვენ ვინარჩუნებთ და არ ვზრდით ფასებს საკუთარი წარმოების პროდუქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წარმოების დიდი ნაწილი იმპორტირებულ ნედლეულზეა დამოკიდებული და პროდუქტის ფასი პირდაპირ პროპორციულია ლარის კურსის ცვლილებასთან, ჩვენს მიერ წარმოებულ, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტზე, ფასი უცვლელი რჩება.
ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, შევუერთდით სოციალურ კამპანიას და შეძლებისდაგვარად პროდუქციით დახმარება გავუწიეთ იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს თანადგომას. ასევე, მივესალმებით ყველა კომპანიის გაღებულ კონტრიბუციას, რომელიც მიმართულია COVID19 -ის წინააღმდეგ. ერთად დგომით ყველაფერს შევძლებთ, ერთდ ყველაფერი გამოგვივა“, - აღნიშნულია განცხადებაში.