„ნიკორამ“ საერთაშორისო ბირჟაზე გასვლისთვის მზადება დაიწყო – კომპანიამ 5 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

„ნიკორამ“ საერთაშორისო ბირჟაზე გასვლისთვის მზადება დაიწყო – კომპანიამ 5 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

person access_time2016-03-21 10:29:26

ნიკორა ტრეიდმა 5 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა. ფასიანი ქაღალდები ს განთავსება კომპანია „გალთ ენდ თაგარტმა“ უზრუნველყო. ობლიგაციების ვადა 2 წელია. საპროცენტო სარგებელი წლიური 11 პროცენტი ნომინალური ღირებულებიდან. 

 

სარგებლის პროცენტის გადახდა კი წელიწადში ორჯერ განხორციელდება. განთავსების აგენტი უზრუნველყოფს, რომ ნიკორა ტრეიდის ობლიგაციები უახლოეს მომავალში საქართველოს საფონდო ბირჟაზე დაუშვან. როგორც ჟურნალისტებს სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა განუცხადა, ობილგაციებთან დაკავშირებით იმაზე მეტი დაინტერესება გამოითქვა, ვიდრე მოსალოდნელი იყო და ფაქტობრივად, ერთი კვირის ფარგლებში მოხდა 5 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციების განთავსება. 

 

ირაკლი ბოქოლიშვილის განცხადებით, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ დაახლოებით 3-5 წელიწადში კომპანია IPO-ზე გავიდეს. „ნკორა ტრეიდი წლების განმავლობაში ვითარდებოდა, მსხვილდებოდა, დღეისთვის ის არის საცალო გაყიდვის ყველაზე დიდი ორგანიზებული სუპერმარკეტების ქსელი საქართველოში, შესაბამისად, განთავსებას მოსდევს ახალ-ახალი ნაბიჯები, მათ შორის, ერთი იყო ჩვენს მიერ კუპონური ობლიგაციების გამოშვება-განთავსება. ეს არის 2 წლიანი ფასიანი ქაღალდები, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ მოზიდული ყოფილიყო გრძელვადიანი არასაბანკო თანხები და არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ მომავალში მოხდეს საფონდო ბირჟაზე მსგავსი ქალღდებით ვაჭრობა,“ – განაცხადა ბოქოლიშვილმა.

 

მისი თქმით, ესაა პირველი პირველი კომპანია, რომელიც არ აფილირდება „საქართველოს ბანკთან“ და გამოუშვა ეს ობლიგაციბი. „დიდი ოპტიმიზმი გვქონდა, მაგრამ არა ასეთი“-განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა. 

 

პრესკონფერენციას ესწრებოდა ეკონომიკის მინისტრი დიმიტირი ქუმსიშვილიც. მან მიულოცა კომპანიას ობლიგაციების გამოშვება და იმედი გამოთქვა, რომ ამ კომპანიას სხვა კომპანიებიც მოჰყვება. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ობლიგაციების გამოშვება არის ბაზრის დივერსიფიცრების საშუალება და კარგია იმის გამოც, რომ ეს უზრუნველყოფს კომპანიის გამჭვირვალობას. 

 

„გალთ ენდ თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით კი, კომპანიის მხრიდან ეს ერთჯერადი გამოშვება არ იქნება და წლის ბოლოს ან მომავალ წელს, კიდევ იქნება გარკვეული შეთავაზებები გაკეთებული. მისივე თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ობლიგაციების გამოშვება ხდება დამოუკიდებელი კომპანიის მიერ.



შეგახსენებთ, რომ 2015 წელს  „ნიკორა ტრეიდმა“„ნუგეშის" ქსელი შეიძინა. შედეგად კომპანიამ ბაზრის 26% დაიკავა. 

 

„კომერსანტმა“ გაიხსენა, რომელი ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე: საქართველოს ბანკი პირველი ქართული კომპანია იყო, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა – ეს ფაქტი 2006 წლის ნოემბერში მოხდა. 

 

თიბისი ბანკმა იგივე ნაბიჯი 2014 წლის ივნისში გადადგა.  

 

 ბანკის მიერ განთავსებული აქციების ღირებულებამ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა.

 

მანამდე, 2012 წლის მაისში „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“  ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა 250 მლნ. აშშ დოლარის ევროობლიგაციები 6.875%-ში. მოზიდული სახსრები მიმართულ იქნა გარდაბნის თბოელექტროსადგურის მშენებლობის დასაფინანსებლად.


Georgia Healthcare Group -ის აქციები ლონდონის ბირჟაზე გასული წლის ნოემბერში გავიდა. 9 ნოემბერს კორპორაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Georgia Healthcare Group -ის (GHG) აქციებზე მოთხოვნამ მიწოდებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა და ფასის 8%-ით ზრდაც დაფიქსირდა.

 

მთლიანმა კაპიტალიზაციამ  $350 მილიონი შეადგინა, მოზიდულმა თანხამ კი $100 მლნ.

 

GHG იუწყება, რომ აქციების შესყიდვით ბრიტანელი და ამერიკელი ინსტიტუციონალური ინვესტორები არიან. 




ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!

ბანკები გადავადებულ პროცენტებს ერთბაშად ითხოვენ?!
access_time2020-08-04 17:00:31
კომერციული ბანკები, საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, თანხის გადახდას ერთიანად ითხოვენ. ინფორმაცია როგორც ბანკის მსესხებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან დასტურდება. ასეთ ვითარებაში ათასობით ოჯახს გაკოტრება ელის. პირველ ეტაპზე, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, უგამონაკლისოდ, ყველა კომერციულმა ბანკმა დაუწესა მსესხებლებს. მიზეზი პანდემია და საგანგებო რეჟიმი იყო, რომლის გამოც, მოქალაქეები შემოსავლის გარეშე დარჩნენ . ბანკებისა და მთავრობის ერთობლივი...

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია

მთავრობა „შტადლერის“ ქარხნის მშენებლობის მოლოდინშია
access_time2020-08-04 14:05:06
უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინსიტრი ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის ჯგუფის პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „შტადლერის მარკეტინგისა და გაყიდვების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ანსგარ ბროკმაიერი, დსთ-ის ქვეყნების მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი მატიას შტორი, საქართველოში შვეიცარიის ელჩი პატრინ...

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე

ინდუსტრიული პარკები, IT ქალაქები - როგორ აპირებს 300 000 ადამიანის დასაქმებას გიორგი ვაშაძე
access_time2020-08-04 14:40:36
პოლიტიკურმა პლატფორმამ „სტრატეგია აღმაშენებელი“ საარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კი გიორგი ვაშაძე წარადგინა. გიორგი ვაშაძემ 5 მთავარი დაპირების შესახებ ისაუბრა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას, დაბალპროცენტიან სესხებს, ანტიმონოპოლიურ საბანკო სისტემას, მედიკამენტების გაიაფებას და მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს: „სტრატეგია აღმაშენებლის გუნდის დაპირება ნომერი...

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“

3-5 წელში იმპორტირებული ხიზილალა მხოლოდ 20% იქნება - „ქართული ხიზილალა“
access_time2020-08-04 15:20:33
თევზისა და თევზის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ქართული ხიზილალა“ სხვა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად, 3-5 წლიან პერიოდში ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილის მინიმუმამდე დაყვანას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე დადიანიძემ. კომპანიის საკუთრებაშია გორის რაიონის სოფელ კარალეთში 3 თევზსაშენი და რესტორანი „თევზის სახლი“. მისი ინფორმაციით, დღეს ბაზარზე იმპორტირებული ხიზილალის წილი 90-დან 70%-მდე არის...

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესდა, თუმცა კვლავ ნეგატიურია
access_time2020-08-04 11:30:28
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული წევრების მოლოდინი დასაქმებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. BAG-ის დასაქმების ბარომეტრი, რომელიც მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრების მიერ დასაქმების სავარაუდო ცვლილებას ასახავს, 2020 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის საფუძველზე, კვლავ უარყოფითია. თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი პირველ კვარტალთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და -2.8 ქულა შეადგინა....


მსგავსი სიახლეები

up