ნიკორა: კარანტინის დროს სავაჭრო ქსელებში ხილ-ბოსტნეულის გაყიდვები გაიზარდა

ნიკორა: კარანტინის დროს სავაჭრო ქსელებში ხილ-ბოსტნეულის გაყიდვები გაიზარდა

access_time2021-01-18 15:10:31

„ნიკორა“ - საქართველოში სასურსათო მაღაზიების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მსხვილი ქსელია.

ბოლო 10 წლის მანძილზე მისი ბრენდის ქვეშ მომუშავე მაღაზიების რაოდენობა 5-ჯერ გაიზარდა და 330-ს მიაღწია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

საიტი EastFruit „ნიკორა ტრეიდის“ დირექტორს დავით ურუშაძეს გასული წლის შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე გაესაუბრა.

რა გავლენა მოახდინა პანდემიამ ზოგადად ქსელურ ვაჭრობაზე და კერძოდ „ნიკორაზე“?

კორონავირუსთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა ქართულ ეკონომიკაზე ძალიან მძიმე გავლენა მოახდინეს. ყველაზე მეტად ტურისტული სექტორი დაზარალდა, და მასთან ერთად - ყველა სუბიექტი, რომელიც ტურიზმთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული იყო. ასე რომ, შემოსავლის გარეშე ეკონომიკის 20% დარჩა.

ეს ჯერ არაა დასასრული - საკარანტინო შეზღუდვები დღესაც მოქმედებს, და ბევრი ეკონომიკური სუბიექტი ნორმალურად მუშაობას კვლავ ვერ ახერხებს.

სურსათით ვაჭრობა - ერთ-ერთი სექტორია, რომელიც მუშაობას აგრძელებს, თუმცა, რეგულაციები ჩვენც დიდ პრობლემებს გვიქმნიან. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩვენ გარკვეული ზომების მიღება გვიწევს, რაც სერიოზულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, გაყიდვებზე ზოგადი ეკონომიკური კრიზისი, მოსახლეობის შემოსავლების ვარდნა, და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაც მოქმედებს.

შედეგად ჩვენი გაყიდვები 5%-ით შემცირდა, რაც მნიშვნელოვანი კლებაა ისეთი მსხვილი კომპანიისთვის, როგორც „ნიკორა“.

თუმცა, სირთულეების მიუხედავად, 2020 წელს ჩვენ არც ერთი სამუშაო ადგილი არ შევამცირეთ, და მეტიც, 58 ახალი მაღაზია გავხსენით, სადაც 700-მდე ადამიანი დასაქმდა.

ამაში სახელმწიფოს დამსახურებაც არის - მთავრობის მიერ დაწესებული საგადასახადო შეღავათების წყალობით, ჩვენ თანამშრომლების შენარჩუნება მოვახერხეთ, და ხელფასებს მაშინაც კი ვუხდიდით, როდესაც ისინი სამსახურში ვერ დადიოდნენ.

როგორ შეიცვალა მოსახლეობის სამომხმარებლო ქცევა და პრიორიტეტები?


თანამედროვე ქართული რითეილი ძალიან სწრაფად, საშუალოდ 28-30%-ით იზრდება, და ტრადიციულ რითეილს, ანუ, მცირე არაბრენდულ მაღაზიებს, ნელა-ნელა ანაცვლებს. ეს ტენდენცია არა მხოლოდ დიდი ქალაქებისთვის, არამდე რეგიონებისთვის, და სოფლებისთვისაც კი აქტუალურია. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩვენი ქსელის მყიდველთა რაოდენობა გაიზარდა.

რაც შეეხება ცვლილებებს - მაგალითად, პანდემია მზა კერძების და პროდუქტების გაყიდვებზე ძალიან ნეგატიურად აისახა. ეს სეგმენტი ძირითადად სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებზე იყო გათვლილი, დღეს კი სულ უფრო მეტი ადამიანი ან საერთოდ უმუშევარია, ან სახლიდან მუშაობს.

შესაბამისად, ისინი საჭმელს თავად იმზადებენ, და მზა კერძებს ნაკლებად ყიდულობენ.

თუმცა, დადებითი ცვლილებებიც არის - მაგალითად, ხილ-ბოსტნეული, რომელსაც ადრე ძირითადად ბაზრებში ყიდულობდნენ, დღეს ქსელებში უფრო მეტად ყიდულობენ.

თანაც, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პირობებში „ნიკორა“, რომლის მაღაზიებიც ძირითადად მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მდებარეობს, ძალიან მოხერხებული ფორმატია.

სავარაუდოდ, ჩვენ მომხმარებლებს ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში ყიდვის ჩვევა უკვე ჩამოუყალიბდათ და ეს ტენდენცია კარანტინის მოხსნის შემდეგაც გაგრძელდება. ჩვენ მაღალი ხარისხის შენარჩუნებას ვცდილობთ, ფასები კი ბაზრების დონეზეა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება - კრიზისმა მსყიდველობითუნარიანობა მკვეთრად შეამცირა, და დღეს პრიორიტეტია - პირველი აუცილებლობის საქონელი. ამავე დროს ადამიანები მაღაზიაში უფრო იშვიათად დადიან, სამაგიეროდ, გაცილებით მეტს ყიდულობენ.

რას მოელით 2021 წლისგან?

ჩვენს ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია. ყველა მოთამაშე სწრაფად ზრდას და ქალაქებშიც და რეგიონებში რაც შეიძლება უკეთესი ადგილების დაკავებას ცდილობს. ბრძოლა ყველა მიმართულებით მიმდინარეობს, და კრიზისის მიუხედავად, ქსელური ვაჭრობა 2020 წელს 30%-ით გაიზარდა.

ჩვენც დინამიურად ვიზრდებით, და გეგმების მიხედვით, „ნიკორას“ ქსელის ბრუნვა 30%-ით, 80 ახალი მაღაზიის ხარჯზეა გაიზრდება.


Eastfruit.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ



თეგები:
ნიკორა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up