13 მილიონიანი ზარალის შემდეგ, „ნიკორა“ 2022 წელს 30,8 მლნ ლარის მოგებაზე გავიდა

13 მილიონიანი ზარალის შემდეგ, „ნიკორა“ 2022 წელს 30,8 მლნ ლარის მოგებაზე გავიდა

access_time2022-08-12 21:00:27

„ნიკორა ჯგუფი“ 13 მილიონიანი ზარალის შემდეგ, 2022 წელს 30,8 მლნ ლარის მოგებაზე გავიდა. გასული წელი სუპერმარკეტების ქსელმა 30,835 მლნ ლარის მოგებით დაასრულა, 2020 წელს კი მას 13.7 მილიონიანი ზარალის ჰქონდა. 


2021 წელის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს „ნიკორა ჯგუფის“ კონსოლიდირებულმა გაყიდვებმა 749.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 24.3%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, რომელიც 603.3 მილიონი ლარი იყო. ერთი წლის განმავლობაში შემოსავალი 24.3%-ით გაიზარდა, ხოლო რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 22.2%-ით. 2021 წელს კომპანიის საერთო მოგების მარჟა 1.2%-ით გაუმჯობესდა და 29.2% შეადგინა.


„2022 წელსაც, აქცენტს გავაკეთებთ განვითარებაზე. ჩვენი ძირითადი მიზანი და ამოცანებია ნიკორას ბრენდის გათანამედროვება, გაახალგაზრდავება, ბრენდის იდენტობის მომხმარებლამდე მიტანა, ახალი მომხმარებლების მოზიდვა, არსებული მომხმარებლების ლოიალურობის ზრდა. 2022 წლის კველევის მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაზრდილია ნიკორას სპონტანური ცნობადობა წინა წელთან მიმართებაში, პროდუქციის მოხმარება, კმაყოფილების ინდექსი და მნიშვნელოვნად ვუსწრებთ ყველა პარამეტრით კონკურენტ ბრენდებს“, - ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშგებაში.



2021 წლის 12 ნოემბერს, ჯგუფმა გამოუშვა 35 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციები, რომლის დაფარვის ვადაა 2024 წლის 12 ნოემბერი. ჯგუფს ობლიგაციებზე გადასახდელი აქვს წლიურად თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთს (2021 წლის 31 დეკემბრისათვის შეადგენს 3 თვიანი პერიოდისათვის წლიური 10.227 პროცენტი ) დამატებული 3.5%.


„ნიკორას“ ჰოლდინგი 14 შვილობილ კომპანიას აერთიანებს. ჰოლდინგი სავაჭრო ქსელის გარდა, ასევე აწარმოებს საკვებ პროდუქტებს, ფლობს სადისტრიბუციო ქსელს საქართველოში და ეწევა სოფლის მეურნეობის საქმიანობას, მათ შორის: საცალო ვაჭრობის მაღაზიათა ქსელი საქართველოში 388 მაღაზიის სახით არის წარმოდგენილი და საცალო ბაზარზე 17.9%-იანი წილით ლიდერია. 


თეგები:
ნიკორა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up